რაგბი

17:05 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაპიტნის ვარჯიში და წინასამატჩო პრესკონფერენცია "დინამო არენაზე"

პარასკევს, 18 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურის მატჩამდე (საქართველო - რუმინეთი, 19 მარტი, 17:00, დინამო არენა) ერთი დღით ადრე გუნდები კაპიტნის ვარჯიშებსა და წინა სამატჩო პრესკონფერენციას "დინამო არენაზე" გამართავენ.

რუმინელების კაპიტნის ვარჯიში ხვალ 15:30 სთ-ზე დაიწყება, ბორჯღალოსნები კი 17:00 საათზე ივარჯიშებენ, მანამდე 16:30 - ზე დინამოს საპრესკონფერენციო დარბაზში კაპიტნები და მწვრთნელები ტრადიციულ წინა-სამატჩო პრესკონფერენციას გამართავენ.

18/03/2016 - დინამო არენა

კაპიტნის ვარჯიში

რუმინეთი - 15:30 – 16:30

საქართველო - 17:00 – 18:00

წინა სამატჩო ერთობლივი პრესკონფერენცია - 16:30 სთ

ჟურნალისტების საყურადღებოდ:

ფოტო-ვიდეო გადაღება ნებადართულია ორივე გუნდის კაპიტნის ვარჯიშის დაწყებიდან 15 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მედია საშუალებების წარმომადგენლებს მოეთხოვებათ გადაღების შეწყვეტა.

ჟურნალისტები, ვინც უკვე გაიარა რეგისტრაცია, საქართველო - რუმინეთის მატჩზე დასასწრებ სააკრედიტაციო ბარათებს ზემოაღნიშნულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მიიღებენ. პრესკონფერენციის შემდეგ და მატჩის დღეს სააკრედიტაციო ბარათები აღარ გაიცემა!

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველო - რუმინეთის მატჩისთვის მედია აკრედიტაციებზე მოთხოვნის გაგზავნის ბოლო ვადა დღეს, დღის ბოლოს იწურება.

www.rugby.ge

0.120259