საკლუბო სეზონს ევროპაში ოთხი ქართველი ხელბურთელი აგრძელებს. შოთა თევზაძე, ირაკლი ჩიქოვანი და ვლადიმერ რუსია რუმინეთის ჩემპიონატში თამაშობენ, ხოლო რევაზ ჭანტურიამ მაკედონიაში კლუბი გამოიცვალა - სტრუმიცადან პელისტერში გადავიდა.
თურქეთის ჩემპიონატში, ტრაბზონ აქჩაბათში მოთამაშე რატი მსხვილიძე შინ დაბრუნდა, რადგანაც კლუბი საკონტრაქტო პირობებს ვერ უსრულებდა, ამავე მიზეზით ირანიდან წამოვიდა აკაკი ტალახაძე. ის და მსხვილიძე სეზონის ბოლომდე ვეღრსად ითამაშებენ. ჭანტურიას მიერ კლუბის შეცვლის მიზეზიც იგივე იყო - სეჰა ლიგაში მოთამაშე სტრუმიცას სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, როს გამოც რეზომ თავის ყოფილ კლუბში, ქალაქ ბიტოლას პელისტერში არჩია დარბუნება. ერთ დროს მაკედონიური გრანდი, პელისტერი ახლა მეცხრე ადგილზეა (5 მოგება 15 მატჩიდან) და რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ პლეიაუტში მოუწევს თამაში. ჭანტურიას დამატების შემდეგ კლუბმა ერთხელ ითამაშა და ლიდერთან, სკოპიეს მეტალურგთნ დამარცხდა - 23-29.
რუმინეთის ჩემპიონატში ორწრიანი ტურნირის დასრულებამდე 2 ტური დარჩა, რის შემდეგაც 8 საუკეთესო გუნდი პლეიოფს დაიწყებს.
ვლადიმერ რუსიას კლუბი, ოდორჰეი შეკუიეცი მესამე ადგილზეა 52 ქულით და მხოლოდ ბუქარესტსა და ამავე ქალაქის დინამოს ჩამორჩება. მესამე ადგილი ოდორჰეის განაღდებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალის მესამე მატჩს, თუ ის საჭირო გახდა (თამაში ორ მოგებამდეა), შინ ჩაატარებს. სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართულ 7 შეხვედრაში ოდორჰეიმ 4 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და ორჯერ დამარცხდა, ხოლო რუსიამ, რომელსაც სეზონის დიდი ნაწილი პირადი პრობლემების გამო გაუცდა, ამ 7 მატჩშიდან ხუთში ითამაშა და 15 გოლი გაიტანა, სულ კი 14 თამაშში 50 გოლი აქვს. 22-ე ტურის შეხვედრის შემდეგ, ბუქარესტის დინამოსთან (34-38), რუსიამ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომელიც უკვე მოიხადა.
ზედიზედ 7 თამაში მოიგო ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარამ, ქართველი შუამარბი კი კვლავაც კლუბის საუკეთესო ბომბარდირია 139 გოლით. ჩიქოვანი განსაკუთრებით გამოირჩა გალაცისთან (29-21) და ტარგუ ჟიუსთან (27-26) მატჩებში, სადაც 11 და 9 გოლი გაიტანა, მისი კლუბი კი მეოთხე ადგილამდე აღზევდა 47 ქულით და პლეიოფში თამაში გაინაღდა. 25-ე ტურში, 16 მარტს, ტიმიშოარამ მომგებიანი სერია შეწყვიტა ბუქარესტში, სადაც დამარცხდა ლიდერ დინამოსთან. ჩიქოვანი აქაც კლუბის საუკეთესო ბომბარდიდი იყო 5 ბურთით. მან ამ სეზონში 23-ჯერ ითამაშა და თამაშში საშუალოდ 6 გოლზე მეტი გააქვს.
ცოტათი შეფერხდა ეროვნული ნაკრები მეკარის, შოთა თევზაძის გუნდი, რეშიცა, რომელიც ახლა 36 ქულით მეშვიდე ადგილზეა, თუმცა, პლეიოფში გასვლა თითქმის განაღდებული აქვს, რადგანაც მეცხრეზე მყოფ კელერეშის 4 ქულით უსწრებს. რეგულარული სეზონი რუმინეთში 27 მარტს დასრულდება, ხოლო ოდორჰეი და რეშიცა თასის მეოთხედფინალშიც არიან გასულები.
და ბოლოს, ორი სიტყვა ქართული ხელბურთის ვეტერან სერგო დათუკაშვილზე, რომელმაც 2015-16 სეზონი ევროპაში დაიწყო. სერგო შუა სეზონში სერბული ვოივოდინადან ამავე ქვეყნის მეტალოპლასტიკაში გადავიდა, თუმცა მალევე ერაყულმა კლუბმა შესთავაზა ხელსაყრელი კონტრაქტი და კარიერას აზიაში აგრძელებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვერდერს ვგულვშემავტკივრობ ამ სეზონში ბუნდესლიგაში მესიმპატიურება ეგ გუნდი და თან პაპუნას ფაქტორი დაემატა.
როგორ ვფიქრობდი ამ თამაშის ფრეს.
120 არა ჩEმი ***** ნიორწყალში პოგმა კაი ფეხბურთელია მარა 120 გირებულების და არც 80 მაქსიმუმ 45
არ ღირს ერთია,მაგრამ მოერემხრივ 45 მილიონი ევრო რომ შესთავაზოიუვეს,მოგყიდის პოგბას?
თითქმის პოგბა არისტოკრატია
ეს ნახე?
იტალიაში გავლენიანი ჟურნალისტის ტ. პალმერის ცნობით ,,ჩელსიმ" 120 მილიონიანი წინადადებით მიმართა ,,იუვენტუსს" პოლ პოგბას თაობაზე. ლონდონელებს ტრანსფერის მომენტალური განხორციელება სურდათ – ისევე როგორც ორიოდე დღის წინ ეს პედროს შემთხვევაში შეძლეს, მაგრამ ამჯერად უარი მიიღეს. ,,ჩელსიში" ტრანსფერებზე მთავარი პასუხისმგებელი პირი, მარია გრანოვსკაია რაიოლასაც ესაუბრა, მაგრამ ყოველთვის აგრესიული აგენტი ამჯერად ფისუნიასავით მოიქცა და მე რატომ მირეკავთ, კლუბს დაელაპარაკეთო.
შეიძლება უარმა გააბრაზა მაურინიო და მან ალეგრიზე მწვავე კომენტარი გააკეთა: ,,პოგბაო? მე ალეგრი არ ვარ, სხვა გუნდის ფეხბურთელებზე ვისაუბრო – მთელი ზაფხულია ოსკარსა და რამირესზე ლაპარაკობდა"
შეგახსენებთ, რომ მოარული ჭორით ,,იუვენტუსი" უკვე შეუთანხმდა ,,ბარსელონას" პოგბას მიყიდვაზე 2016–ის ზაფხულში. აღდგომა და ხვალეო – ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გამოჩნდება. რას შეეხება ტურინში მომსვლელებს, საკმაოდ ახლოსაა დრაქსლერი, საქმე მხოლოდ ,,რამდენიმე" მილიონს ეხება.
პრივეტ

ვერაფერსაც ვერ გააკეთებ
პრივეტ

ვერაფერსაც ვერ გააკეთებ
არაინ არ არის?....

რასაც მინდა იმას გავაკეთებ!!!!!!!! >