ვიდრე 19 მარტს “დინამო არენაზე” “ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რკენაში რუმინელ “მუხებს” უმასპინძლებენ, ერთი დღით ადრე, 18 მარტს უმცროსი “ბორჯღალოსნები” ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში (მეოთხედფინალი) რუმინეთის ასაკობრივ ნაკრებს ეთამაშებიან.
მატჩი საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი ინტერნეტით “რაგბი ევროპის” ვიდეო პორტალი RUGBYEUROPE.TV შემოგვთავაზებს.
18-წლამდელები ლისაბონში 12 მარტს ჩავიდნენ და ჩემპიონატისთვის მზადებას ადგილზე განაგრძობენ. ლისაბონამდე მათ წინასატურნირო შეკრება საფრანგეთში, ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ “კლერმონის” ასაკობრივ გუნდთან ერთად გაიარეს. შეკრების დასრულების შემდეგ, 18-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების სატურნირო რაზმი დაასახელა >>> ვრცლად სატურნირო რაზმის შესახებ.
2016 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 17-27 მარტს ლისაბონში გაიმართება და მასში ყოფილი ელიტ-დივიზიონის მსგავსად, 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ უმცროსი “ბორჯღალოსნები” ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონები არიან. შარშან, მათ ფინალში დათმეს საფრანგეთთან, მანამდე კი მეოთხედფინალში და ნახევარფინალში, შესაბამისად, ირლანდიასა და იტალიას სძლიეს.
წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ირნლანდიის, ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის ასაკობრივმა ნაკრებებმა. შესაბამისად ელიტ-დივიზიონიდან მხოლოდ საფრანგეთი, საქართველო და პორტუგალია დარჩნენ, ხოლო გათამაშებას რუმინეთი, რუსეთი, გერმანია, ესპანეთი და ბელგია დაემატნენ.
ტურნირი ტრადიციულად სამ ეტაპად – მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ფინალი – გაიმართება. შესაბამისად, სამი სამატჩო დღეა: 18, 22 და 26 მარტი.
რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის გვერდი, ფეისბუქი, თვითერი