ფეხბურთი

12:09 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფას წარმომადგენელთა ვიზიტი (+VIDEO)

16 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური ვიზიტით უეფას ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერები, ემა საიქსი და პრისილა იანსენი ესტუმრნენ. საუბარი 2016 წელს ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის ჩასატარებელ ღონისძიებებს შეეხო. 24 აპრილს სტარტს აიღებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქალ ფეხბურთელთა შორის. გათამაშებაში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს. ივნისში კი გოგონებს შორის სკოლბურთი ჩატარდება. ამასთან ერთად, 2017 წლიდან უეფას მხარდაჭერით საქართველოს ქალ მწვრთნელთა განათლების პროგრამაც ამოქმედდება.

სფფ-ს პრესსმსამსახური

0.117576