ფეხბურთი

11:01 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაროტა: “რატომ გაუქმდა მორატას გოლი?”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა შვედ არბიტრ იონას ერიქსონს მისდგა და ტურინული გრანდის წინააღმდეგ რამდენიმე შეცდომაზე მიანიშნა. მაროტას თქმით, ალვარო მორატას გოლი თამაშის წესების სრული დაცვით გავიდა...

“მორატას გოლის გაუქმება მსაჯთა გასაოცარი შეცდომა იყო. ამ მომენტს შეხვედრის შედეგის სრულად შეცვლა შეეძლო. თამაში ეპიზოდებისგან შედგება. მეოთხე გოლის დროს კი, პოგბაზე აშკარა ჯარიმა იყო, ერიქსონი იქვე, ერთ მეტრში იმყოფებოდა და მიკვირს, როგორ ვერ დაინახა თამაშის წესის დარღვევა. მსაჯებზე აპელირება არ მიყვარს, მაგრამ პირველ და საპასუხო თამაშებში მათ ჩვენ წინააღმდეგ რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვეს.

ჩემი გუნდის ფეხბურთელებითა და მწვრთნელით კი ვამაყობ. მეოთხედფინალამდე წუთნახევარი დაგვაკლდა”, - დასძინა მაროტამ.

შეგახსენებთ, აღნიშნული მატჩი “ბაიერნმა” დამატებით დროში 4:2 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146962