ფეხბურთი

5:20 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “იუვენტუსი” ძალიან ძლიერი გუნდია”

მიუხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა “იუვენტუსთან” მოგებული (4:2 დ.დ.) შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

მისი თქმით, მეტოქე ძალიან ძლიერი გახლდათ და საკუთარი თამაშით პატივისცემა დაიმსახურა, ხოლო “ბაიერნმა” დაშვებულ შეცდომებზე უნდა იფიქროს და აღმოფხვრას.

“ჩვენ ვითამაშეთ გასული სეზონის ფინალისტთან, ძალიან ძლიერ კლუბთან. იტალიურ კლუბს ოთხი გოლი გავუტანეთ და 1/4 ფინალში გავედით. ჩემს მოთამაშეებს ამ წარმატებას ვულოცავ, ხოლო მეტოქემ ჩემგან პატივისცემა დაიმსახურა.

“იუვენტუსი” ძალიან ძლიერი გუნდია და დებიუტში საკმაოდ გაგვიჭირდა, თუმცა მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ და საბედნიეროდ გათანაბრება შევძელით, ხოლო დამატებით დროში ერთი გუნდი თამაშობდა და ეს “ბაიერნი” იყო.

შემდეგ ეტაპზე გასვლით ბედნიერი ვარ, თუმცა დაშვებულ შეცდომებზე ფიქრი და მათი აღმოფხვრა გვმართებს”, - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნისა” და “იუვენტუსის” 180-წუთიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა (4:4), ხოლო დამატებით დროში მიუნხენელებმა ორი უპასუხო ბურთი გატანა მოახერხეს.

0.128018