“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე “არსენალთან” მოგებული (3:1) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილია.
“გასვლაზე მოგებული შეხვედრის შემდეგ, ტვირთი მოგვეხსნა, ძალიან თავისუფლად ვითამაშეთ და გულშემატკივრებს მშვენიერი საღამო ვაჩუქეთ. შედეგითაც და თამაშითაც კმაყოფილი ვარ.
ჩვენ ზედიზედ მეცხრედ გავედით ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, რაც შესანიშნავი შედეგია. წინ კი ძალიან საინტერესო მატჩები გველის და “ბარსელონა” ნებისმიერ გუნდთან თამაშისთვის მზადაა.
მოხარული ვარ, რომ ხოსეპ გვარდიოლას “ბაიერნმა” მოიგო. მან ეს დაიმსახურა. გვარდიოლას გუნდი არასდროს ნებდება და შედეგი სახეზეა. მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ორმა ფავორიტმა ითამაშა, რომელთაგან ერთიღა შემორჩა ტურნირს.
მესი, სუარესი და მესი თავიანთ შესაძლებლობებს ჩინებულად იყენებენ. შეტევაში ეფექტური თამაშის გარდა, ისინი დაცვაშიც გვეხმარებიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ასეთი შემტევები გვყავს.
ჩვენ ბევრი ინდივიდუალისტი მოთამაშე გვყავს, თუმცა ყველასთვის უმთავრესი გუნდური თამაშია და ჩვენი წარმატებაც ამაში მდგომარეობს.” – განაცხადა კატალონიელთა თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ორი მატჩის ჯამში “არსენალი” 5:1 დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.