რაგბი

22:45 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

„Knocking on heaven’s door” (კაკუნი სამოთხის კარზე)

უკვე სიახლე არავისთვისაა, რომ რაგბის გულშემატკივრებში და სპეციალისტების დიდ ნაწილში, ექვსი ერის დახურული კარი მიუღებლად რჩება და ყოველი მხრიდან ისმის დასაბუთებული მოთხოვნები მის გახსნასთან ან გაფართოვებასთან დაკავშირებით. ეროვნული

The Guardian-ის ჟურნალისტმა რობერტ კიტსონმა, რომელიც ქართველთათვის მისაღები პოზიციის დაცვით გამოირჩევა, კიდევ ერთხელ შეახსენა ექვსი ერის მმართველებს საქართველოს არსებობა და IV ტურის მიმოხილვისას ზემოთმოყვანილი ქვესათაურით შემდეგი შემდეგი შინაარსის წერილი გამოაქვეყნა:

„მომავალ უქმეებზე, ექვსი ერის დასრულების პარალელურად, სრულდება ევროპის ერთა თასიც. იქ საქართველო უკანასკნელ 10 წელიწადში მე-9 ტიტულისკენ მიილტვის, მაგრამ ამისთვის უნდა დაამარცხოს წლეულს ასევე უძლეველი რუმინეთი. ამავდროულად, კარდიფში იტალიას მორიგი შავი დღე ელის უელსისგან. რომ იყოს დარჩენა-გავარდნაზე თამაში, ექნება კი იტალიას მაისში, თბილისში საქართველოს ძლევის თავი?

რომი, რა თქმა უნდა, შესანიშნავ ქალაქად რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ახალი მწვრთნელის ხელში იტალია უკეთ ათამაშდება, მაგრამ რა ვუყოთ დანარჩენ ევროპას? ექვსი ერი დახურულ მდგომარეობაში უსასრულოდ ვერ დარჩება“, - წერს The Guardian-ის ჟურნალისტი რობერტ კიტსონი, ვისთვისაც ეს პირველი სტატია არაა ექვსი ერის გაფართოვების მოთხოვნით.

ამასობაში, უელსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი უორენ გეტლანდი ამ ეტაპზე ექვსი ერის ფორმატის ცვლილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. იტალიასთან გასამართი მატჩის წინ, მას ექვსი ერის კარის გახსნაზეც დაეკითხნენ. ის ამბობს, პირდაპირი გავარდნა და ერთა თასის გამარჯვებულის დაწინაურება, ანუ იტალიის ჩანაცვლება, არასწორი იქნება და გავარდნა-დარჩენაზე პლეი ოფის დანერგვაც მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ თუ იქნება მიზანშეწონილიო:

„იტალია მორაგბეების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ უკან თუ გავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ბოლო წლებში მათ დაამარცხეს საფრანგეთი, წარსულში სძლიეს უელსს და რამდენიმე კარგი გამარჯვება მოიპოვეს შოტლანდიასთან. მათ დღესაც შეუძლიათ, რომ კონკრეტულ თამაშში ნებისმიერი მოწინააღმდეგე დაამარცხონ და მისი დაუფასებლობა არაფრით არ შეიძლება.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს იტალიას. სრულფასოვან გარდაქმნას ალბათ ერთი, ან ორი თაობა ჭირდება, მაგრამ უსამართლობა იქნება მათ ჩანაცვლებაზე ფიქრის დაწყება. გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა დაინერგოს გავარდნა-დარჩენის პლეი ოფის სისტემა, ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის, მაგრამ დაუშვებელია პირდაპირი გავარდნისა და დაწინაურების სისტემის მიღება“ - ამბობს გეტლანდი.

დუბლინში კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერა. ალფრედო გავაცი „აძურას“ „ჩავარდნას“ ამართლებს და ამბობს:

„ორ-სამ წელიწადში ჩვენ ვიქნებით კონკურენტუნარიანები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იტალია ამ ტურნირში 2000 წლიდან თამაშობს, მაშინ, როდესაც სხვებს ამის 150-წლიანი ისტორია აქვთ“.

აი, პირდაპირ კითხვაზე ექვსი ერის კარის გახსნასთან დაკავშირებით, მისი პოზიცია უკიდურესად ხისტია:

- ერთი კვირის შემდეგ რომ შემოგთავაზონ, საქართველოსთან ან რუმინეთთან გადათამაშების გამართვა, რა რეაქცია გექნებათ?

- რა სისულელეა. ჩვენ დავიმსახურეთ მსოფლიო რაგბის პატივისცემა და გვიჭირავს წამყვანი ადგილი იმ ორგანიზაციაში, რომელიც რაგბის მართავს. გავჩუმდეთ და მოთმინება ვიქონიოთ. ჩვენ ვზრდით ახალგაზრდობას და მერწმუნეთ, ორ-სამ წელიწადში საუკეთესოების დონეზე ვიქნებით.

www.worldrugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112318