გაირკვა იმ ჩოგბურთელის ვინაობა, რომელსაც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინურ გუანჟოუში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) მერვედფინალში ეთამაშება.
მე-7 ნომრად განთესილი ბასილაშვილი 2016 "GDD CUP" International Challenger Guangzhou-ს მე-2 რაუნდში შვეიცარიელ მარკო ჩიუდინელის გაეჯიბრება, რომელმაც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ რუმინელ მარიუს კოპილს 6:0, 6:2 სძლია. თუკი ნიკოლოზმა ჩიუდინელის სძლია, სარეიტინგო მონაგარს 17 ქულას შემატებს.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ავსტრიელ მაქსიმილიან ნოიკრისტთან ერთად წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალშია გასული.
თუ ვის ეთამაშებიან ბასილაშვილი და ნოიკრისტი მომავალ წრეში, ეს, ჩინელი მაო-ქსინ გონგის და ტაივანელი ჩუ-ჰუან იის წყვილისა და ჩინელი ჟე ლისა და ავსტრალიელი ჯორდან ტომპსონის დუეტის მატჩში გაირკვევა.