ფეხბურთი

19:48 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანმა შესაძლოა ოლიმპიადაზე იასპარეზოს

ბრაზილიის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ ლონდონის "ჩელსის" შემტევი ვილიანი ამ ზაფხულს რიოში გასამართ ოლიმპიადაზე სათამაშოდ მიიწვია. ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს.

27 წლის ფეხბურთელი "არისტოკრატებისგან" თანხმობას ელოდება და იგი ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებში ნეიმარს და მირანდას შეუერთდება.

ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე ეროვნული გუნდის თავკაცებს განაცხადში 23 წელზე ზემოთ მყოფი სამი ფეხბურთელის შეყვანა შეუძლიათ.

0.114997