ფეხბურთი

17:14 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას აღიარება: სამხრეთ აფრიკამ მუნდიალის მასპინძლობა 10 მილიონად იყიდა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია (FIFA) აღიარებს, რომ სამხრეთ აფრიკამ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მისაღებად ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრები მოისყიდა.

როგორც Le Figaro იტყობინება, სამხრეთაფრიკელებმა ხმების შესაძენად 10 მილიონი დოლარი გაიღეს. ფიფას კორუფციული სკანდალის ამ ეპიზოდში მთავარი ეჭვმიტანილი ორგანიზაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯეკ უორნერია.

ამავდროულად ირკვევა, რომ აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს ქრთამი ჰქონდათ აღებული მსოფლიოს 1998 წელის ჩემპიონატის მასპინძლის შერჩევისასაც. ამ საქმის შესახებ მომზადებული დოკუმენტი გადაგზავნილია აშშ-ში, სადაც ფიფაში არსებულ კორუფციულ საქმიანობას იძიებენ.

ფიფას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იმედი აქვთ გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ორგანიზაცია კორუციული გარიგებებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას შეძლებს.

თეგებიფიფა
0.138884