ნიკა კვეკვესკირი აზერბაიჯანის პრემიერლიგის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს azerifootball-ის ვერსიით. ბაქოს “ინტერის” ქართველმა ნახევარმცველმა “რავანთან” 3:1 მოგებულ შეხვედრაში საჯარიმო დარტყმით გაიტანა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა.
კვეკვესკირი ხშირად ხვდება აზერბაიჯანული ტურის სიმბოლურში და კარგია, რომ ტრავმის შემდეგ ფორმაში ისევ ჩადგა. შეგახსენებთ, ნიკამ შემოდგომაზე ორი მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და კარგადაც წარმოაჩინა თავი: გიბრალტართან და გერმანიასთან შეხვედრებს ვგულისხმობთ.