ჭადრაკი

14:14 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

იფანი მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა

ჩინელმა ჰოუ იფანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე, უკვე მეოთხედ მოიპოვა. ჩინელმა მოჭადრაკემ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი ლვოვში გამართულ მატჩში უშანსოდ, ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

მუზიჩუკს ვერც მშობლიურმა კედლებმა უშველა და 9 პარტიიდან ვერცერთში ვერ შესძლო გამარჯვების მოპოვება. ჰოუმ 3 პარტიაში გაიმარჯვა, ხოლო დანარჩენი შეხვედრები ფრედ დაასრულა.

ამრიგად, ჰოუ იფანი მსოფლიოს უკვე ოთხგზის ჩემპიონია (2010, 2011, 2013, 2016). ჩინელი მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების სამგზის (2007, 2009, 2011) გამარჯვებულიცაა.

0.111194