მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ნაკრებში მის დაბრუნებასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრემიერმინისტრის და სპორტის მინისტრის კომენტარებს გამოეხმაურა.
სპორტის მინისტრმა პატრიკ კანერმა RTL-თან საუბრისას განაცხადა, რომ ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის ეთიკის ნორმები დაარღვია და ნაკრებში მისი დაბრუნება არ უნდა მოხდეს.
როგორც ცნობილია, ბენზემა მატიე ვალბუენას შანტაში თანამონაწილეობაში იყო ბრალდებული, თუმცა ვერსალის სასამართლომ დანაშაული ვერ დაუმტკიცა.
თავის მხრივ პრემიერმინისტრმა მანუელ ვალსმა აღნიშნა, დიდი ფეხბურთელები ახალგაზრდებს მაგალითს უნდა აძლევდეს.
კომენტარებს ბენზემა ტვიტერის გვერდის საშუალებით გამოეხმაურა და განაცხადა: "პროფესიონალურ კარიერაში 12 სეზონი: 541 მატჩი, 0 წითელი ბარათი, 11 ყვითელი ბარათი!!! და ვიღაცები საუბრობენ ჩემ უმაგალითობაზე???"
"მამლების" დამრიგებელმა დიდიე დეშამმა ქარიმი კიდევ ერთხელ დაიცვა და აღნიშნა, ფეხბურთელმა მართალია შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უპატიებელია მისი საქციელიო.
დეშამმა ჰოლანდიასთან და რუსეთთან მარტში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა უნდა დაასახელოს და შესაძლოა, ბენზემა დიდიემ პრინციპულად გამოიძახოს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბოლო 35 უფასო პროგნოზიდან 32 დააჯინეს... შეგიძლიათ თავად იხილოთ და დააღწიოთ წაგებებს თავი,ძალიან მაგარი საიტია ტოტალიზატორის და მაგიდის თამაშების მოყვარულთათვის,ყველაფერი უფასოდ და ხარისხიანადstripslashes((strlen('http://moneywin.ge/')>0?' http://moneywin.ge/':' http://moneywin.ge/'))
საჭირო კაცია ნაკრებისთვის. უნდა იყოს შემადგენლობაში.