ფეხბურთი

16:52 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" პიანიჩს 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმობს

"რომას" ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა შესაძლოა კლუბი დატოვოს. ინფორმაციას Footmercato.net-ი ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიელი "მგლების" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოა, იტალიელები მზად არიან ფეხბურთელის შეძენის მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებები აწარმოონ.

სატრანსფერო თანხა 45 მილიონ ევროს შეადგენს და სწორედ ამ ფასად აპირებს "რომას" ნახევარმცველის დათმობას. პიანიჩისადმი ინტერესს პსჟ, "ჩელსი" და "რეალი" იჩენენ.

მიმდინარე სეზონში მირალემმა 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2015 წლის ივლისიდან 9 მილიონით გაიზარდა და ამჟამად 35 მილიონ ევროს შეადგენს.

0.122688