ფეხბურთი

15:07 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი შესაძლოა "არსენალში" გადავიდეს

გერმანიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა შესაძლოა კარიერა ლონდონის "არსენალში" გააგრძელოს. ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.

"მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი 26 წლის ჰავბეკს ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევს და საკუთარ გუნდში ხილვა სურს.

კროოსი მადრიდულ გრანდში 2014 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში გერმანელმა 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს. ტონის "რეალთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აკავშირებს.

0.120294