შვედეთის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს თავდამსხმელ ზლატან ირაჰიმოვიჩს ლონდონის "ჩელსი" ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს. ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.
ლონდონელებს სურთ ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაიგდონ ხელში. ორი წლის განმავლობაში კი ინგლისური გრანდი შვედს 23 მილიონ ევროს სთავაზობს. ცნობილია, რომ თავდამსხმელისადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი", ლონდონის “არსენალი”, აშშ-ს და ჩინეთის რამდენიმე კლუბიც იჩენს.
მიმდინარე სეზონში ზლატანმა 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 35 გოლი და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. შვედი ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. თავდამსხმელს საფრანგეთის ჩემპიონთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს და ჯერჯერობით ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.
ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-მ მერვედფინალში "ჩელსი" ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა. იბრამ აღნიშნულ დაპირისპირებებში ორი გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაუნდა ამას ჩელსიში მითუმეტეს ლიგაზე რომ ვერ გავიდეს..ჯობია ჩელსიმ კავანის მიაწვეს ან იგუანის
ლიგა თორე 29 აქ მოგებული ეხლა :დ პსჟ ში ხო დადო და დადო
ტიპი 35 წელს უკაკუნებს და რა ფორმაშია მაინც
გადავა
ბაიერნშI წამო იბრააააააააააააააააა
რასაც ქვია დახატავს ეს ამბავი თუ გამოვიდა. ძნელია კოშტასა და ამას შორის არჩევანის გაკეთება, მაგრამ ეს თუ მოვა იყოს 4-4-2 არაა პრობლემა. დაახლოებით ასე:
კურტუა
ივანა(ასპი)------ზუმა-----ტერი-----კენედი(ბაბა)
ვილიანი(პედრო)----ფაბრე(ოსკარი)----მატიჩი----აზარი(პატო)
კოშტა------ზლატანი
ოსკარი მატიჩი სასწრაფოდ გასაყიდია
ise chelsis stilis kiaris mara tu koshtas shemcvlelad undat mashin ar minda. koshta unda iyos chelsis pirveli forvardi
ჩელსი ლიგაზე ვერ გავა და არა მგონია დაითანხმონ
მაგ ფულის სანაცვლოდ ფოთის პოლიცმაისტერიც გაიხდის...