თამაშგარე

10:58 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკო როისი ყურებამდე შეყვარებულია

არცთუ ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, მარკო როისმა მიაფურთხა ეშმაკს და საჯაროდ აღიარა, რომ გამიჯნურებულია და ყურებამდე შეყვარებულია თანამემამულე მოდელზე, ამ ცხოვრებაში ათასი რამის მნახველ სკარლეტ გარტმანზე.

სკარლეტი და მარკო ერთურთს აქამდეც ხვდებოდნენ, თუმცა მათი ტრფობა საიდუმლო შეხვედრების ხასიათს ატარებდა და რთულია დაადგინო თუ რატომ იყო ეს ამბები ასე გასაიდუმლოებული მაშინ, როდესაც როისი უკვე დაშორებული იყო ძველ გულისსწორსა და არც სკარლეტს ჰყავდა ოფიციალური დამბუბვნელი.

ახლა დორტმუნდელი ნახევარმცველი და მისი ტიპ-მოდელი სატრფო, სულ ერთად ჩნდებიან გერმანიის მაღალ საზოგადოებაში და არც ინტერვიუებზე არიან უარს. ერთი ისაა, რომ ეს ჩვენი როისი დიდი ენაკვიმატობით ვერ გამოირჩევა და მის უშნო ბლადუნს, ისევ სკარლეტ გარტმანის ღუღუნა ხმის მოსმენა ჯობია.

0.166568