კალათბურთი

22:50 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,ვითამ“ ერთ-ერთ აუტსაიდერთან წააგო

დღეს საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატში მეჩვიდმეტე ტურის მატჩები შედგა. ვთბ ლიგაში მოასპარეზე კალათბურთელების გარეშე დარჩენილი ,,ვითა“, ერთ-ერთ აუტსაიდერ ,,მაკაბის“ შეხვდა, სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 12 ქულის სხვაობით - 65:77 დამარცხდა.
სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფმა ,,სოხუმმა“ კიდევ ერთ აუტსაიდერ ,,რუსთავს“ დიდი ანგარიშით 76:45 მოუგო და ლიდერობა შეინარჩუნა.
ასევე იოლი გამარჯვება მოიპოვა მეორე ადგილზე მყოფმა ,,აკადემიამ“ , რომელიც ,,ქუთაისს“ შეხვდა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 112:80 ,,აკადემიას“ სასარგებლოდ.
გასულ ტურში ყველაზე შედეგიანი ,,ქუთაისის“ წევრი გიორგი აფაქიძე იყო, რომელმაც 32 ქულა დააგროვა, მაგრამ მისმა მონდომებამ თანაგუნდელებს ვერ უშველა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159991