რაგბი

22:23 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბომონტი – ექვსი ერის გაფართოების მოწინააღმდეგე

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „მსოფლიო რაგბის“ თავმჯდომარის პოსტზე ბერნარ ლაპასეს ინგლისელი ბილ ბომონტი შეცვლის, საქართველოსა და ეგრეთწოდებული მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ნაკრებებს წინსვლისა და განვითარების იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ.

საიტმა, რომელიც მეორე დონის სარაგბო ქვეყნებზე მუშაობს, გამოიკვლია ბომონტის წარსული, რომელიც „მსოფლიო რაგბის“ თავმჯდომარის არჩევნებში ოთხი წლის წინ ლაპასესე კონკურენტი იყო. მაშინ გამარჯვება ლაპასეს დარჩა, რომელიც „ძველი ტრადიციების“ ნაცვლად, 21-ე საუკუნეზე მორგებით თამაშის არეალის გლობალურ გაფართოებას ემხრობოდა და მან დიდი მხარდაჭერა მიიღო საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკისგან.

ბომონტი კონსერვატიზმითაა ცნობილი, მას მხარს ახალი ზელანდია უჭერდა და ჯერ კიდევ ოთხი წლის კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ ექვსი ერი არ უნდა გაფართოვდეს და რაგბის დონეებად დაყოფაც ძველებურად უნდა დარჩეს. „ბორჯღალოსნები“ ბოლო წლებში ულაპარაკოდ იგებენ რაგბი ევროპის ჩემპიონატს და ჩვენმა აქ თამაშმა უკვე ყოველგვარი აზრი დაკარგა, მით უმეტეს, რომ ტურნირს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპადაც ვერ განვიხილავთ, რადგან იაპონიის საგზური უკვე დაბავებული გვაქვს, თუმცა:

„ვერ ვხედავ მიზეზს, რის ხარჯზეც მოცემულ მომენტში ექვსი ერი უნდა გაფართოვდეს. ექვსი ერის კომფორტულად გრძნობს თავს და ძველი ტრადიციების თანახმად უნდა ვიმოქმედოთ“ – თქვა ბომონტმა ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც საკითხი ექვსი ერის შესაძლო გაფართოებას ეხებოდა.

ის თვლის, რომ საქართველოს და რუმინეთს, ბუქარესტისა და თბილისის თასების მეშვეობით, განვითარებისთვის სოლიდური პროგრამები აქვთ. რეალურად, საქართველოს ნაკრებს წელიწადში ერთხელ, მხოლოდ ნოემბრის ტესტებზე ეძლევა საშუალება ერთი თამაში გამართოს პირველი დონის ქვეყნის ნაკრებებთან და მთელი ოთხი წელიწადი უნდა ელოდოს მსოფლიო თასს, რათა საკუთარი შესაძლებლობები და პროგრესი რაგბის სამყაროს დაანახოს.

იმედია, ბომონტი შეხედულებებს შეიცვლის და ქართულ რაგბსაც პროგრესის შესაძლებლობა მეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში და მთელს მსოფლიოში, რაგბის პროგრესი კიდევ დიდი ხნით შეჩერდება.

www.worldrugby.ge

0.1171