ჭადრაკი

0:30 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრეტენდენტთა ტურნირი მოსკოვში

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სტარტი აიღო და 30 მარტამდე გასტანს პრეტენდენტთა ტურნირი ვაჟთა შორის. შეჯიბრი 8 მონაწილეს შორის ორ წრედ გაიმართება და გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ტურნირის მონაწილეები:

  1. ფაბიანო კარუანა (აშშ, 2794)
  2. ანიშ გირი (ჰოლანდია, 2793)
  3. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2790)
  4. ლევონ არონიანი (სომხეთი, 2786)
  5. ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2780)
  6. ვიში ანანდი (ინდოეთი, 2762)
  7. სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2760)
  8. პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 2757)

პირველი ადგილის გაყოფის შემთხვევაში: 1. პირადი შეხვედრები; 2. მოგებათა რაოდენობა; 3. ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი. თუ ყველა მაჩვენებელი თანაბარი იქნება, მაშინ 29 მარტს დამატებითი ტაი-ბრეიქია დანიშნული.

სათამაშო კონტროლი: 100 წუთი 40 სვლაზე, შემდგე 50 წუთი 20 სვლაზე და 15 წუთი პარტიის ბოლომდე; პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

საწყის ტურში გირისა და არონიანის შეხვედრაში პირველი სვლა ასპარეზობის საპატიო სტუმარმა, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანმა გააკეთა.

4 ტურის თავზე 3.0 ქულით კარიაკინი დაწინაურდა, რომელიც არონიანს 0.5 ქულით უწრებს. მე-5 ტურში, რომელიც 16 მარტს შედგება, ეს წყვილები ითამაშებენ: გირი (2.0 ქულა)-სვიდლერი (2.0), ანანდი (2.0)-ნაკამურა (1.5), ტოპალოვი (1.0)-კარიაკინი (3.0), არონიანი (2.5)-კარუანა (2.0).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112521