ავტოსპორტი

19:12 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოკპიტის დამცავის „რედ ბულის“ ვერსია

„რედ ბული“ კოკპიტის დამცავი სტრუქტურის მისეული ვერსიის ტესტირებას ერთი თვის შემდეგ აპირებს. თუმცა, მის ვერსიას უკვე გამოუჩნდა მხარდამჭერი, კონკურენტი „უილიამსის“ სახით. „ფერარის“ სამ საყრდენიანი სტრუქტურისგან განსხვავებით, „რედ ბულის“ ვერსიაში აკრილის გამჭვირვალე შუშაა გამოყენებული, რომელიც სამხედრო და სპორტული თვითმფრინავების სანთლის ღია ვერსიას წარმოადგენს.

ფორმულა 1-ის ტექნიკური მიმოხილვების გრაფიკებზე მომუშავე ანალიტიკოსმა ჯორჯო პიოლამ, „რედ ბულის“ კოკპიტის დამცავის ესკიზი გამოაქვეყნა. მასზე ჩანს, რომ ამ ვერსიით, დამცავს ორი საყრდენი აქვს, რომლებიც კოკპიტის ორივე მხარეს, მის უკანა ნაწილშია განლაგებული. თუმცა კოკპიტზე მაინც დამატებულია ორი საყრდენი, რომლებიც დამცავი რკალის მოვალეობას შეასრულებს.

უფრო ადრე, „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა, ინტერნეტ გამოცემა „მოტორსპორტ.კომ-თან“ საუბრისას განაცხადა, რომ მისი გუნდის მიერ შემუშავებული დამცავი სტრუქტურა სანთელს ჰგავს და გამჭვირვალეა. რეალურად, ეს არის საქარე შუშა. რაც მთავარია, პილოტის ხედვას ნაკლებად გააუარესებს და უფრო ელეგანტურიც არის.

„უილიამსის“ ხელმძღვანელის მოადგილე კლერ უილიამსი ამბობს, რომ ვიზუალურად, მას უფრო „რედ ბულის“ ვერსია მოსწონს: „მე ძალიან მომწონს „რედ ბულის“ კონცეპცია, რომელიც საბრძლო თვითმფრინავის სანთელს ჰგავს. თუმცა ნაკლი შეიძლება მასაც ჰქონდეს. მაგალითად, წყლის შხეფები, კონდენსაცია და ბევრი მსგავსი რამ, ხედვას ძლიერ გააუარესებს. ასე რომ, ეს ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტია“.

ჰორნერი არ მალავს, რომ „ფერარის“ კონცეპცია არ მოსწონს. მის აზრს ბევრი პილოტი და ფანებიც იზიარებენ: „პირადად მე ეს არ მომწონს. მესმის, რომ მრბოლთა უსაფრთხოება მთავარია, მაგრამ მე ღია კოკპიტის კონცეპციას ვემხრობი, რაც ჩვენ სპორტის 60-წლიან ისტრორიაში არასდროს შეცვლილა. ამასთან მჯერა, რომ „ფერარის“ ვერსიის კარკასი ფელიპე მასას მძმე ტრავმისგან ვერ დაიცავდა და ვერც ჟიულ ბიანკის სიცოცხლეს იხსნიდა“.

თუმცა, მთავარი არც მისი და არც კლერ უილიამსის მოსაზრება არაა. ახლა სიტყვა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციაზეა, რომელმაც ორიდან ერთი უნდა აარჩიოს. რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ ტესტების შემდეგ გააკეთებს. საბოლოო არჩევანს პირველ რიგში, უსაფრთხოება განსაზღვრავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160526