რაგბი

16:42 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაგბის კავშირი 2015 წლის საუკეთესოებს ხვალ დააჯილდოვებს

16 მარტს, 17:00 სთ-ზე ‘ექსპო ჯორჯიას’ (დიდუბის საგამოფენო ცენტრი) მე-3 პავილიონში საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით გაიმართება ქართული რაგბის 2015 წლის საუკეთესოთა დაჯილდოვების ცერემონია.

2015 წლის საუკეთესოები:

2015 წლის საუკეთესო ქართველი მორაგბე - მამუკა გორგოძე

საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლის საუკეთესო მორაგბე - ლაშა ხმალაძე

საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლის საუკეთესო მელელოვე - ირაკლი გეგენავა

საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლის საუკეთესო მექულე - თემურ სოხაძე

2014-15 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - ლევან მაისაშვილი

2015 წლის საუკეთესო ქალი მორაგბე - ანა პოღოსიანი

სპეციალური ნომინაცია - საქართველოში რაგბის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ლევან ჯობავა (პროექტი - რაგბი აქაურობას)

ცერემონიაზე გამოვლინდება დიდი 10-ის წინა სეზონის სიმბოლური თხუთმეტეული.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ბორჯღალოსნები, ვეტერანი მორაგბეები და სპონსორები.

www.rugby.ge

0.062316