რაგბი

16:03 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიჯელი ლეგენდა სერუ რაბენი გარდაიცვალა

მსოფლიო რაგბი შეძრა ცნობამ, რომლის თანახმადაც, 37 წლის ასაკში ფიჯელი ლეგენდა სერუ რაბენი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ის გარკვეული პერიოდი ავადმყოფობდა, დღეს დილით საკუთარ სახლში, ნაუსორიში სადილობის დროს გარდაიცვალა. რაბენის მეტსახელი აღნაგობიდან გამომდინარე „რემბო“ იყო და თამაშობდა როგორც შუამარბის, ასევე გარემარბის პოზიციაზეა. 2000-2010 წლებში ფიჯის ეროვნული ნაკრების კვართი 30-ჯერ მოირგო, 2004-2009 წლებში კი, „ლესტერ თაიგერსის“ ღირსებას იცავდა და მაყურებელს მძლავრი გარღვევებით შეაყვარა თავი.

2007 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე, ფიჯიმ ნანტში უელსი დაამარცა და ამაში რაბენის წივლილი უდიდესი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა - შვიდი და ოთხი წლის.

www.worldrugby.ge

0.141254