კალათბურთი

12:55 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტის” მე-60 გამარჯვება და მორიგი რეკორდი

“გოლდენ სტეიტმა” შინ “ნიუ ორლეან პელიკანსი” 125:107 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში 66 შეხვედრიდან 60 თავის სასარგებლოდ დაასრულა, რაც ნბა-ს ისტორიაში აქამდე არავის გაუკეთებია. “მეომრებს” 1995/96 წლების “ჩიკაგო ბულზის” რეკორდის გასაუმჯობესებლად (72 მოგება, 10 წაგება) დარჩენილი 16 შეხვედრიდან 13 მატჩის მოგება სჭირდებათ.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას “გოლდენ სტეიტი” მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა.

0.108621