საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინურ გუანჟოუში დაწყებული ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) პირველი წრე დასძლია.
2016 "GDD CUP" International Challenger Guangzhou-ს საწყის რაუნდში მე-7 ნომრად განთესილი ბასილაშვილი სლოვენიელ ბლაზ როლას დაუპირისპირდა და 5:7, 7:5, 6:4 სძლია.
ამით, ქართველმა ჩოგბურთელმა 8 სარეიტინგო ქულა შეიმატა, მერვედფინალში კი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ მარიუს კოპილსა (რუმინეთი) და მარკო ჩიუდინელის (შვეიცარია) შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი გუანჟოუში ძალებს წყვილთა ტურნირშიც მოსინჯავს. ბასილაშვილი და ავსტრიელი მაქსიმილიან ნოიკრისტი ხსენებულ ჩიუდინელის და იაპონელ ტარო დანიელს გაეჯიბრებიან.