ფეხბურთი

10:34 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი-უმცროსი: “მამა, გილოცავ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას!”

სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებისა და ყატარის “ალ-გარაფას” ფეხბურთელმა ვლადიმირ ვაისმა მამამისს, ასევე ვლადიმირ ვაისს მიულოცა ახალი პოსტი – საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცობა. ვაის-უმცროსმა საკუთარი Twitter-ის გვერდზე განათავსა ტექსტი:

“მამა, გილოცავ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას და წარმატებას გისურვებ! დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ გექნება დიდი მიღწევა!”.

სხვათა შორის, წლეულს იანვარში ვაის-უმცროსის “ზენიტში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საბოლოოდ, 4,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ‘ალ-გარაფასთან”. მისი აგენტი ცნობილი იტალიელი მინო რაიოლა გახლავთ.

ისე, საქართველოს ნაკრების თავკაცის მეუღლეც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია: მარტა ვაისოვა ხშირად ესწრება მატჩებს.

0.114059