კალათბურთი

0:10 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარი და უოკერი კვირის მოთამაშეებად აღიარეს

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” და “შარლოტ ბობქეთსის” გამთამაშებლები სტეფან კარი და კემბა უოკერი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის, შესაბამისად, დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.

“უორიორსმა” კვირის განმავლობაში ოთხივე მატჩი მოიგო, კარი კი, რომელსაც ორშაბათს 28 წელი შეუსრულდა, საშუალოდ 30.5 ქულას, 5.8 პასს, 5.5 მოხსნას და 2.25 ჩაჭრას აგროვებდა. ასევე ოთხ შეხვედრაში იმარჯვა “ბობქეთსმა”, უოკერის საშუალო მონაგარი კი ასეთი იყო: 27.8 ქულა, 6.8 პასი და 5.0 მოხსნა.

კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას პოლ მილსეპი (“ატლანტა”), კაირი ირვინგი, ლებრონ ჯეიმსი (ორივე – “კლივლენდი”), ემანუელ მუდიაი (“დენვერი”), დევინ ბუკერი (“ფინიქსი”), ლამარკის ოლდრიჯი (“სან ანტონიო”), დემარ დეროზანი (“ტორონტო”) და იანის ანტეტოკოუნმპო (“მილუოკი”) აცხადებდნენ.

0.117879