თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურის ერთ-ერთ დასკვნით მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” “ქონიასპორი” 90:63 (22:18, 25:10, 27:19, 16:16) დაამარცხა, რაშიც წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა.
მარკოიშვილი სტამბოლელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 17:46 წუთში კი 11 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 1 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და არც პერსონალური ფოლი მიუღია.
“დარუშაფაკამ” 13 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. მარკოიშვილის კლუბი მომდევნო მატჩს 19 მარტს ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ “გალათასარაისთან” გამართავს.