რაგბი

22:17 | 14.03.2016 | ნანახია 4838 - ჯერ

პერვუხინი მარცხის მიზეზებზე

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა, საქართველოსთან 7:24 მარცხის შემდეგ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლებმაც მისი აზრით „დათვების“ სარეკორდო მარცხი გამოიწვია.

დავაკონკრეტოთ - საქართველოს რუსეთისთვის სტუმრად, რუსეთში, აქამდე 17-ქულიანი სხვაობით არასდროს მოუგია, თორემ საერთო რეკორდი 46 ქულაა [46:0] და თბილისში ბევრად დიდი სხვაობები არაერთხელ დაფიქსირებულა.

გასაკვირია, თუმცა რუსთა მორკინალის ვიქტორ გრესევისა არ იყოს, შერკინებაში უწინდელზე უკეთ ვითამაშეთო, პერვუხინიც ამბობს, მარცხს კი, შეცდომების სიმრავლეს უკავშირებს.

„სამწუხაროდ, თავდასხმაში თამაში არ გამოგვივიდა. შერკინებების დანიშვნისას დღეს უწინდელივით დიდი პრობლემები აღარ გვექმნებოდა - შერკინება იდგა. მერე გამოჩნდა მარჯვება ბურჯის პრობლემა, რომელიც 4-5-ჯერ დაჯარიმდა. როგორც ჩანს, მის წინაშე ბევრად გამოცდილი და ეშმაკი მოთამაშე იდგა. მაშინაც კი, როცა ქართველებს მიწოლაში ვჯობდით, ისინი ახერხებდნენ ეპიზოდის სათავისოდ შემობრუნებას. შედეგად, ვჯარიმდებოდით შერკინებიდან ბურთი ვერ გაგვქონდა. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო.

მოულოდნელად, პირველ ტაიმში სუსტად ვითამაშეთ დერეფანში. საერთო ჯამში სტატიკური მდგომარეობებიდან კარგად ვერ გამოვდიოდით და ჩვენივე შეცდომების სიმრავლემ, ამ თამაშის მოგების საშუალება არ მოგვცა. და ერთიც, მსგავში შეხვედრებმა ყველამ ერთად უნდა მოიგოს, არ უნდა გვქონდეს სუსტი წერტილები, არავინ უნდა ამოვარდეს საერთო მონახაზიდან. პოზიტიური ის იყო, რომ გუნდმა კარგად ითამაშა დაცვაში“ - აღნიშნა პერვუხინმა.

ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ როდესაც ლაშა ხმალაძის ფეხით ჩაკიდებული და თამაზ მჭედლიძის ლელო გახსენდება, ან ანტონ ფეიქრიშვილის სალელოვე შეტევა, რა დროსაც მან მეტოქის 22-ში თავისუფლად მიიღო ბურთი და სიჩქარეც დაუბრკოლებლივ აკრიფა, ძნელია „დათვების“ მწვრთნელს დაცვაში კარგ თამაშზე დაეთანხმო. შერკინებაზე ხომ არაფრის თქმა არ ღირს - ფაქტობრივად ყველა ქართველთა შერკინება მეტოქის ჯარიმით სრულდება. როდესაც რუსეთის მწვრთნელის და გრესევის კომენტარებს ისმენ, რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ სულ სხვა თამაშს უყურეს.

www.worldrugby.ge


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:47 | 15.03.2016
私は家に帰りました (1799)

ისე ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა რუსებს თავი ზღაპარში ეგონათ,მტკიცებულება : "მის წინაშე ბევრად გამოცდილი და ეშმაკი მოთამაშე იდგა"(პერვუხინი), უკვე ეშმაკები,ოჩოპინტრეები და დევები ელანდებათ ტიპებს :-)

13:42 | 15.03.2016
BEERTRANCE (97819)

მერე დაიწყებენ რო აი ღრუსი მორაგბეები განსხვავებულები არიან წესიერი და ჯიგრებიო

რა ეტყობა წესიერების ეგეც ტიპიური უჯიშო ღრუსი როგორც სხვები

16:23 | 15.03.2016
mindia (2281)

არ გეწყინოს და მგონი მეტისმეტად შეპყრობილი ხარ სიძულვილით რუსებისადმი. კი პოლიტიკურად მეც მძულს რუსეთი, მაგრამ ხალხში, ყველა ერთნაირი ნაღდად არაა. წაგების აღიარება კი ყოველთვის უჭირთ ხოლმე, რაგბშიც ეგრეა და სხვა სპორტებშიც.

17:48 | 15.03.2016
私は家に帰りました (1799)

და პოლიტიკაშიც :-)

11:36 | 15.03.2016
maxo_65 (5844)

ეხ პერვუხინ, პერვუხინ...

11:35 | 15.03.2016
Buratino (3505)

ამას ისე გამოუვიდა, აბა ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსო

11:03 | 15.03.2016
mindia (2281)

რუსეთში რაგბის პოპულარულობა დაახლოებით ისეა როგორც ჩვენთან კრიკეტის ან ჰოკეის და რა გასაკვირია რომ არ წერენ დიდად.

და ეს მიუხედავად იმისა რომ შვიდკაცა მსოფლიო სერიაში გამოდის.

თუმცა სპორტს.რუზე წერია შედეგები, სპორტბოქსიც აშუქებდა რაგბს მახსოვს, ეხლა არ ვიცი.

შერკინებას რაც შეეხება, უწინდელზე არ მახსოვს და ესპანეთთან და რუმინეთთან უფრო სუსტად კი გამოიყურებოდა მათი შერკინება მართლაც.

თუმცა მაინც უპირატესობა ქართველების მაინც დიდი იყო, გაითვალისწინონ რომ არ იყო ძირითადი შემადგენლობა შერკინებაში ნაწილობრივ საქართველოსი და მთლად პროგრესის საუბარზე ლაპარაკი უხერხული ხდება. ტერიტორიულ უპირატესობას თუ გავითვალისწინებთ საქართველოსი, ანგარიში უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, ასე რომ დაცვაში არაუშავდათ მართლაც თავის დონესთან შედარებით.

მთლიანობაში კი 7-24 დიდი ანგარიშია სახლში და კმაყოფილები წესით არ უნდა იყვნენ, მაგრამ რახან არიან, ესე იგი იციან რომ უშანსოდ არიან ჩვენთან და ჩვენ მათთვის ვართ ის დონე რომელზეც ოცნებობენ.

დაფინანსება კიდე რავი, აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ის რომ კლუბი არ გავიდა ევროპაზე და შვიდკაცასაც მივხედოთ. ძალიან მინდა შვიდკაცას კარგი ნაკრები და შეგვიძლია მსოფლიო სერიაზე მოხვედრა მჯერა.

რუმინეთთან თუ მეცლება აუცილებლად წავალ.

10:58 | 15.03.2016
Aleko Cincadze (549)

ყერვუხინი თავის თავს უფრთხილდება

09:20 | 15.03.2016
ukleba (17336)

აარადა რუსეთის რაგბის კავშირის დაფინანსების ნახევარი მოგვცაა. ფუ ესაა სამართალი? ((((((((((((((((

17:50 | 15.03.2016
私は家に帰りました (1799)

აბა, რამდენ სპორტს დავაფინანსებდით.....

08:07 | 15.03.2016
doubleza (2599)

აი ბიჭებო დაიმახსოვრეთ ამის ბოდვა და გაისათ აქ ახალი რეკორდი მიართვით იქნებ მერე მაინც გამოფხიზლდეს, გამოიხედოს თვალებში და რეალური სურათი დაინახოს.

04:13 | 15.03.2016
tariko (164)

ამათმა ჯიშმა და მოდგმამ ,კაცურად და ღირსეულად მოქცევა არასოდეს არ იცის და მითუმეტეს, წაგების შემდეგ არ მოიქცეოდნენ. ეგ კი არადა, არცერთ პოპულარულ რუსულ სპორტულ საიტზე არ დაწერეს მატჩის შედეგი, საერთოდ არც ახსენეს.

00:53 | 15.03.2016
BEERTRANCE (97819)

ახლა ამას უნდოდად აქედანაც იმასექნა და იმავდროულად იქიდან ამისექნა და შერჩა ჩემი დიშლა DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

00:33 | 15.03.2016
stoikovich (5984)

ვეთანხმები ავტორს- აშკარად სხვა თამაშზე საუბრობს...

23:31 | 14.03.2016
Torres9 (12692)

როგორ ნერვიულობდა თამაშის დროს,ის მწარე ღიმილიც არ დამავიწყდება თამაშის დროს სახეზე რო გადაურბენდა ხოლმე...

22:50 | 14.03.2016
capello (261)

აუ ეს რა მაგარი ნაგლი ყოფილა რა ბურჯი ხომ არ გაჟრიალებს თქვენი შერკინება საერთოდ არსებობდა იმ დღეს?წაგლეკეს ფეხს ვერ იკიდებდნენ ვერც ერთ მიწოლაზე რეებს ბოდავ?ამას ქვია ნაგლი ფრაერ ხუჟე ტანკაო მიდი მიდი დაიმშვიდეთ გულები ვაი თქვენს პატრონს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128852