ესპანური პრესის ცნობით, “რომას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია, შესაძლოა, “ვალენსიას” ჩაუდგეს სათავეში და გარი ნევილი შეცვალოს.
52 წლის ფრანგი სპეციალისტი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან უმუშევარია, “ვალენსიას” და “ლევანტეს” შორის ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში გამართულ მატჩზე შენიშნეს და ვარაუდობენ, რომ ის ესპანეთში “ღამურებთან” მოსალაპარაკებლად იმყოფება.
“ვალენსია” 34 ქულით ლა ლიგის ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, გუნდის ამჟამინდელ თავკაცს გარი ნევილს კი კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.