ფეხბურთი

18:01 | 14.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ სამხრეთაფრიკელი საფეხბურთო ჩინოვნიკები დასაჯა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIFA) სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის სამი ყოფილი ჩინოვნიკი ჩაწყობილი მატჩების ორგანიზებისთვის საფეხბურთო საქმიანობას ჩამოაშორა.

როგორც Goal.com-ი იტყობინება, სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ გენერალურ მდივანს, ლესლი სედიბეს ფეხბურთში საქმიანობა 5 წლით აეკრძალა და ამავდროულად, ჯარიმის სახით 20 ათასი შვეიცარიული ფრანკის გადახდა დაეკისრა.

ორი წლით ჩამოაშორეს საქმიანობას ამავე ორგანიზაციის სამსაჯო კომიტეტის თანამშრომლები ადილ კარლსე და სტივ გოდარდი.

ფიფას მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დღეიდანვე შედის.

თეგებიფიფა
0.119488