რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი სეზონის დამაგვირგვინებელ, ფინალურ რკენამდე 5 დღე რჩება - 19 მარტს "ბორჯღალოსნები" თავიანთ ყველაზე პრინციპულ და ძლიერ მეტოქეს, "მუხებად" წოდებულ რუმინეთის ნაკრებს "დინამოზე არენაზე" უმასპინძლებენ. სეზონის დე-ფაქტო ფინალად მონათლული მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.
გამართლდა საყოველთაო ვარაუდი: რაგბი ევროპის ფინიშზე საქართველო და რუმინეთი დე-ფაქტო ფინალში შეიბმებიან - გამარჯვებულს ერთბაშად ერგება ოფიციალური ჯილდო, წარმოსახვითი "დიდი სლემი" და სამეზობლო, "ანთიმოზ ივერიელის თასიც". სლემი რაგბული ტრადიციაა - თუ ყველა მეტოქე ძლიე, მაშინ გეთვლება შესრულებულად, წმინდა ანთიმოზის სახელობის თასი კი გარდამავალია - 2002 წლიდან იგი "ბორჯღალოსანთა" და "მუხათა" ყოველ რკენაში თამაშდება (გამონაკლისია მსოფლიო თასი)
ძველმა მეტოქეებმა ფინიშამდე წელსაც მხარდამხარ მოვაღწიეთ: რუმინეთმა უბონუსოდ იმარჯვა ესპანეთში, ჩვენ კი - რუსეთში, მაგრამ გატანილ-გაშვებულის სხვაობა უკეთესი რომ გვაქვს, თუ რკენა ფრედ დასრულდა და ბონუსიც ტოლად გაიცა, სამივე ტიტულს შინ დავიტოვებთ.
სტატისტიკურად კარპატელებს ბოლო ხანსღა გავუსწარით: ჩემპიონობით 8-4, "უმცროსი 6 ერში" 10-5, სლემით 5-1, გამარჯვებებით 10-8, ანთიმოზის ფლობით 9-5, სხვაობით +12 და რეიტინგშიც მათზე 4 საფეხურით მაღლა ვდგავართ.
"ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის წლევანდელი სეზონის დამაგვირგვირგვინებელი მატჩისთვის მზადება დაიწყეს. ნაკრები ტრადიციულად შევარდენზე შეიკრიბა. გაზაფხულის მთავარ თამაშს საუკეთესო შემადგენლობით ჩავატარებთ: დაგვემატნენ ტულონელები - მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა, დაისვენა მიხეილ ნარიაშვილმა და მერაბ შარიქაძეც მოკეთდა.
საქართველოს ბორჯღალოსნები
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2016 . შაბათი 19/03. 17.00. თბილისი, "დინამო არენა"
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | მონლიუსონ [სფრ ფედ2] | 1983 | 91 | 14ლ 123გ 126ჯ 3ა [703 ქ] 4სბ |
15 | ბექა წიკლაური | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1989 | 24 | 4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ] |
გ | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 54 | 6ლ 2სბ |
გ | გიორგი აფციაური | არმია [საქ დ 10] | 1994 | 18 | ლ |
გ | მურაზ გიორგაძე | არმაზი [საქ დ 10] | 1994 | 10 | 2ლ |
გ | გიორგი ფრუიძე | ქუთაისის აია [საქ დ 10] | 1994 | 7 | : |
შ | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 91 | 18ლ [4 კაპ] სბ |
შ | ლაშა მალაღურაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] | 1986 | 66 | 4ლ 36გ 25ჯ 3ა [176 ქ] 2სბ |
შ | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 41 | 8ლ [1 კაპ] |
შ | თამაზ მჭედლიძე | აჟენ [სფრ ტოპ 14] | 1993 | 38 | 6ლ |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1988 | 43 | 6ლ 4გ [38 ქ] |
10 | რევაზ ჯინჭველაშვილი | ქუთაისის აია [საქ დ 10] | 1995 | 2 | : |
9 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] | 1986 | 44 | 2სბ |
9 | ვაჟა ხუციშვილი | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1993 | 20 | : |
9 | ვასილ ლობჟანიძე | არმაზი [საქ დ 10] | 1996 | 14 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 35 | 2ლ სბ |
1 | ზურაბ ჟვანია | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 23 | 8ლ 2სბ |
1 | კახა ასიეშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 20 | ლ |
2 | შალვა მამუკაშვილი | გლაზგო [შტლ პრო 12] | 1990 | 39 | 3ლ |
2 | ჯაბა ბრეგვაძე | ვუსთერ [ინგ პრემ] | 1987 | 33 | ლ 2სბ |
3 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტ14] | 1991 | 27 | 3ლ |
3 | ანტონ ფეიქრიშვილი | ბეიონ [სფრ პრო დ2] | 1987 | 20 | 3ლ სბ |
3 | გიორგი მელიქიძე | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 2 | : |
2ხ | გიორგი ჩხაიძე | ლილ [სფრ ფედ1] | 1981 | 90 | 10ლ [1 კაპ] 6სბ |
2ხ | გიორგი ნემსაძე | ტარბ [სფრ პრო დ2] | 1984 | 58 | 11ლ 4სბ |
2ხ | კოტე მიქაუტაძე | ტულონ [სფრ ტ14] | 1991 | 41 | 2ლ 2სბ |
2ხ | ნოდარ ჭეიშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1990 | 1 | : |
3ხ | მამუკა გორგოძე | ტულონ [სფრ ტ14] | 1984 | 65 | 26ლ [8 კაპ] 5სბ |
3ხ | შალვა სუთიაშვილი | ანგულემ [სფრ ფედ1] | 1984 | 56 | 2ლ [11 კაპ] 3სბ |
3ხ | ლაშა ლომიძე | ბეზიე [სფრ პრო დ2] | 1992 | 19 | 5ლ სბ |
3ხ | ბექა გორგაძე | მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2] | 1996 | 6 | ლ სბ |
3ხ | საბა შუბითიძე | აკადემია [საქ დ 10] | 1994 | 5 | : |
3ხ | გიორგი მჭედლიშვილი | გორის ჯიქი [საქ დ 10] | 1993 | 0 | : |
www.rugby.ge