ძიუდო

13:53 | 14.03.2016 | ნანახია 5601 - ჯერ

ღვინიაშვილი რიოსკენ მიიწევს (+VIDEO)

სამხრეთ ამერიკულ ტურნეში მყოფმა ბექა ღვინიაშვილმა მორიგი წარმატებით გაგვახარა. 12-13 მარტს ბუენოს აირესში გამართულ პანამერიკულ ღია პირველობაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და საოლიმპიადე რეიტინგში მორიგი 100 ქულა ჩაიწერა.

გასულ კვირას პერუში, ლიმას ტურნირში გამარჯვების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა არგენტინაში გადაინაცვლა და იქ სცადა ბედი.

პირველი შეხვედრა მასპინძელ ავაკიანთან გახურებისთვის და ტონუსში შესვლისთვის თუ გამოდგებოდა. ღვინიაშვილმა 2 წუთსა და 32 წამში ჩვეულ სტილში ორი ვაზარი აუღო მეტოქეს და მეოთხედფინალში გავიდა.

იქ ქართველს 100 კგ წონით კატეგორიაში ბუენოს აირესში ჩასულ ძიუდოისტთაგან ალბათ ყველაზე ძლიერი- ბრაზილიელი ბუზაკარინი ელოდა, ვინც ოლიმპიადაზე მოსახვედრად უმძაფრეს კონკურენციაშია თანამემამულე ლუსიანო კორეასთან.

ბრაზილიელებს, როგორც მასპინძლებს რიოში ყოველ წონაში თითო ადგილი გარანტირებული აქვთ, თუმცა იმ ერთ ადგილს დამსახურება ხომ უნდა.

ამიტომ ბრაზილიელი არაფრის დათმობას აპირებდა და მედგარი წინააღმდეგობაც გაუწია ღვინიაშვილს. მთელი შეხვედრა ქართველის უპირატესობით, მაგრამ მაინც უმძიმეს ბრძოლაში წარიმართა.

ბექა მისთვის უჩვეულოდ , მხოლოდ გაფრთხილებებით ამარცხებდა ბუზაკარინის. შეხვედრის მიწურულს კი შეძლო, კონტრილეთზე დაიჭირა ბრაზილიელი და ვაზარიც აუღო.

ნახევარფინალში კვლავ იოლი გასეირნების დრო დადგა. ჩეხ ტომას კნაპეკს წესით უნდა სცოდნოდა ღვინიაშვილის გამორჩეული ღონის ამბავი, მაგრამ ამის მიუხედავად გაუმართლებლად შეეკრა. ჩვენს მოჭიდავესაც მეტი რა უნდოდა, საუცხოო ბრუნით ტატამზე დაანარცხა ჩეხი. ბექას ამისთვის სულ 40 წამი დასჭირდა.

ფინალში ღვინიაშვილს ლიმას მსგავსად ბუენოს აირესშიც ესტონელ გრიგორი მინასკინთან მოუწია დაპირისპირება.

ეს 25 წლის ბალტიისპირელი საშუალო კალიბრის მოჭიდავე კია, მაგრამ ამ ბოლო დროს კარგ ფორმაში იმყოფება და ყველასთვის ძალიან უხერხული მეტოქეა. თანაც ოლიმპიადაზე გამგზავრება მასაც სურს და ერთ-ერთი ბოლო საგზურისთვის გააფთრებით იბრძვის.

მინასკინი პერუშიც მედგრად ერკინა ჩვენებურს. მთელს ტურნირზე ერთადერთი ილეთი- იუკოც მან აართვა.

ამჯერად არგენტინაშიც საბრძოლველად იყო განწყობილი ესტონელი. ღვინიაშვილის ლამაზ ვაზარის ასევე ვაზარით უპასუხა და შეხვედრა თითქოს დაიძაბა, მაგრამ ქართველმა ჩვეული ხასიათი გამოავლინა. იქვე კიდევ ერთი გდება შეასრულა, რითაც ვადამდე ადრე- 3 წუთში დაასრულა შეხვედრა.

როგორც ითქვა ამ გამარჯვებით ბექა ღვინიაშვილმა 100 სარეიტინგიო ქულა მოიპოვა და საოლიმპიადო მარათონში ჯამში 338 გაუხდა.

შედეგები

ჩვენი ფალავნის ჭიდაობის შემყურე რიოს საგზურის მოპოვება უკვე ძალიან რეალური ჩანს. ამ მომენტისთვის რეიტინგში ბოლო საოლიმპიადე ადგილის მფლობელ ივან რემარენკოს 536 ქულა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინიაშვილს ერთი გრან პრის მოგებითაც შეუძლია სალიცენზიო ზონაში შეღწევა.

მით უმეტეს საოლიმპიადე რეიტინგის დახურვამდე ( 31 მაისი ) კიდევ არაერთი ტურნირია დარჩენილი .

უახლოესი მათ შორის 25-27 მარტს გასამართი თბილისის გრან პრია.

ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტებს თვის ბოლოს უმასპინძლებს და მიუხედავად იმისა , რომ წინასწარ განაცხადში ღვინიაშვილის გვარი არ ფიგურირებს, ბოლო კულუარული ინფორმაციით ის საქართველოში იასპარეზებს.

ამ ვერსიას ის ფაქტიც ამყარებს, რომ მწვრთნელების გადაწყვეტილებით ბექა ამ კვირის ბოლოს ჩილეში გასამართ პანამერიკულ ღია პირველობაზე მონაწილეობას არ მიიღებს, სადაც დარეგისტრირებული ძიუდოისტების ჩამონათვალის გათვალისწინებით სავარაუდო გამარჯვებით გარანტირებული 100 ქულა ძალზედ მაცდურად გამოიყურებოდა.

თუმცა წინასწარ , სანამ ოფიციალური განცხადება არ გაკეთდება, გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. ყველაფერი სპორტსმენის და მწვრთნელთა შტაბის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ გაირკვევა.


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:24 | 27.04.2016
hamilton (1371)

20:49 | 15.03.2016
პანტელეიმონი (4347)

გაიხარე ბექა

21:14 | 14.03.2016
Kala94 (6114)

გილოცავ ბექა !

20:31 | 14.03.2016
mushni (93569)

თბილისის ბადეები როდის იქნება ძმებო

17:46 | 15.03.2016
BEERTRANCE (97819)

ტურნირის დაწყების წინა დღეს

18:47 | 14.03.2016
Socrates (1377)

თბილისი, სამსუნი, ყაზახეთის გრან-პრი და აზერბაიჯანის გრან-სლემი რჩება და ევროპის ჩემპიონატი. მინიმუმ 3 მესამე ადგილი ან ერთ-ერთი ტურნირის მოგება ჰყოფნის. არ არის იოლი ამოცანა, მაგრამ არც შეუძლებელია ბექასთვის. როგორც წინა ოლიმპიადაზე ლაშამ მოიპოვა ბოლოს საგზური და მერე ოქროც აიღო, იქნებ ბექას შემთხვევაშიც იგივე სასწაული განმეორდეს. ისეთი შემართებით იბრძვის, რომ არაფერი გამიკვირდება.

18:41 | 14.03.2016
Socrates (1377)

ჩილე არ იძლევა ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებს და იმიტომ არ დააყენეს ჩილეში, თორემ იქაც იჭიდავებდა.

17:47 | 15.03.2016
BEERTRANCE (97819)

ნებისმიერი ტურნირი იძლევა ქულებს, საიდან მოიტანე

20:31 | 14.03.2016
mushni (93569)

კი იძლევა

20:28 | 14.03.2016
ukleba (17336)

როგორ არ იძLევა. 100 ქულაა ჩემპიონობა მეგობარო

21:08 | 14.03.2016
Socrates (1377)

not counting for olympic qualification კალენდარში ესე წერია

17:27 | 14.03.2016
giorgiAF (59)

რიოსკენ კი მიიწევს და გამოვა კიდეც, მაგრამ რო გამოვა მერე რას იზავს 100 ში? ჩემი აზრით თუშიშვილი უფრო ჯანზეა 100-ში საჭიდაოთ ან ლიპარტელიანი ეჭიდავებინათ, 2012-ში ხომ იყო ლონდონში, რა ქნა. ვერც ახლა იზავს რამეს 2009 დან დიდებში ჭიდაობს, მარტო ევროპის მოგება არაფერია.(თუმცა ბევრჯერ გაგვახარა გუნდურში გადამწყვეტი მოგებებით). წონის ლიდერებთან არც თუ ისე კარგი ბალანსი აქვს: GWAK, BAKER, TOTH, GONZALEZ, ILIADIS და ამას ემატება რომ საშუალო ძიუდოისტებთანაც აგებს ხოლმე უკვე. მაგალითად IDDIR ან YOSHIDA.
შთაბეჭდილებაა თითქოს ისეთი რომ ჩვენი ნაკრები ინდივიდუალურად არ მუშაობს კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ შესწავლაზე. ერთი და იგივე ტაქტიკა მუდმივად, რაზეც ბექაზე ვერ ვიტყვით. ნაკრებები რომ ავიღოთ ტიტულებით ძაან ჩამოვრჩებით იაპონოას, რუსეთს, კორეას, მონღოლეთს, საფრანგეთს და კიდე რამოდენიმეს. 2008 წლის მერე 1 ოლიმპიური და 1 მსოფლიო ჩემპიონი გვყავს. ვინც არ უნდა წავიდეს ყველას ვუსურვებ, რომ ჩვენი დროშა აეწიოს ყველაზე მაღლა. წარმატებები ძიუდოისტებსაც და დანარჩენ მოჭიდავეებსაც

18:05 | 14.03.2016
ukleba (17336)

ფსიქოლოგია

17:26 | 14.03.2016
ალექსანდრე (6188)

რაღაც ვერ ვიტან ამ მინასკინს, თუშის რომ მოუგო იმის მერე, ბექასაც სულ შედეგიან ილეთებს უკეთებს.

15:50 | 14.03.2016
maxo_65 (5844)

ეს რომ 90-ში დაბრუნდება, მერე რას იზამს...ჩვენი საამაყო კაცი...

16:05 | 14.03.2016
BEERTRANCE (97819)

იზამს, უბრალოდ ეგაა რო მოუწევს დაკარგული ქულების ანაზღაურება ჯერ.

15:06 | 14.03.2016
FCBSOCI (358)

giga1979 და ukleba მადლობა ძმებო.

15:07 | 14.03.2016
ukleba (17336)

გაიხარე

14:57 | 14.03.2016
bayerna (1255)

ჭრიკიშვილი ლიპარტელიანი შავდათუაშვილი და სხვა ლიდერები რატო არ წერია თბილისის განაცხადში? 4-4 კაცი წერია მარა არც ერთი ლიდერი პაპინაშვილის გარდა

15:08 | 14.03.2016
ukleba (17336)

არ ჩათვალეს საჭიროდ დაყენება. ქულები აქვთ და ოლიმპიური წელია და ძIრითადად მომზადება სხვა კუთხით მიდის

14:45 | 14.03.2016
私は家に帰りました (1799)

იაპონელებმა არ იკადრეს ჩვენი ტურნირი.....და რა ცოტა გოგოები გამოგვყავს

15:09 | 14.03.2016
ukleba (17336)

იაპონელები არასოდეს ჩამოვლენ გიგა ჩვენთან სანამ თბილისის ტურნირი მარტშI იქნება. იმიტომ რომ აპრილშI იაპონიის ჩემპიონატია და იაპონელები ქვეყნის ჩემპიონობას მსოფლიო ჩემპიონობაზე მაგრად აფასებენ.

14:40 | 14.03.2016
私は家に帰りました (1799)

წონასი 4 კაცი მასპინძელი ქვეყნისთვისაა მარტო დასაშვები ?

16:05 | 14.03.2016
BEERTRANCE (97819)

კი ყველა ტურნირზე მასეა

14:42 | 14.03.2016
ukleba (17336)

კი

14:31 | 14.03.2016
私は家に帰りました (1799)

თბილისში იჭიდავებს...განაცხადი როგორ ვნახო?

14:33 | 14.03.2016
ukleba (17336)

განაცხადშI არაა მარა 99 % იჭიდავებს თბილისშI

14:33 | 14.03.2016
私は家に帰りました (1799)

განაცხადი ძიუდოს საიტზეა?

14:36 | 14.03.2016
ukleba (17336)

არაstripslashes((strlen('https://www.judobase.org/#/competition/profile/1323/competitors/6')>0?' https://www.judobase.org/#/competition/profile/1323/competitors/6':' https://www.judobase.org/#/competition/profile/1323/competitors/6'))

14:37 | 14.03.2016
私は家に帰りました (1799)

მადლობა

14:38 | 14.03.2016
ukleba (17336)

გაიხარე

14:24 | 14.03.2016
私は家に帰りました (1799)

ბექა მოვლენაა ძიუდოში და ბევრჯერ გაგვახარებს წარმატებით,მთავარია სწორედ შეაფასონ მისი ტალანტი და სწორი მიმართულებით მიმართონ....ორონდა არაფერი ევნოს ამ ექსპერიმენტით და ღმერთმა ძალა მისცეს,რომ -100 შიც მიაღწიოს სასურველს...

14:20 | 14.03.2016
FCBSOCI (358)

ერთი რამ მიკვირს... რატომ შეექმნა ბექას ოლიპიადის ლიცენზიის პრობლემა? თუ მის წონაშI სხვა ასპარეზობს?

14:28 | 14.03.2016
私は家に帰りました (1799)

მის წონაში მსოფლიოს ერთ-ერტი წარმატებული ძიუდოისტი-ლიპარტელიანია,ამიტომ მას ეძლევა შანსი ამ წონაში ოლიმპიადაზე...ბექა კი ისეტ ასაკშია 3 ოლიმპიადას მაინც იჭიდავებს 90კგ-ში....-100 ში სადაც ბექაა ეხლა იქ არავინ გვყავს ვინც ოლიმპიადაზე გვეყოლებოდა,ამიტომ პატარა ექსპერიმენტი ჩატარდა....იმედია გაამართლებს,ტუმცა სასწაულებს ვერ ველოდები პირადად მე...რავი ღმერთმა ქნას,ვინ იქნება წინააღმდეგი

14:25 | 14.03.2016
ukleba (17336)

ბექა 90-ის მოჭიდავეა. ვინაიდან 90-ში უპირობო ლიდერი ლიპარტელიანია და გარანტირებული აქვს ოლიმდიური საგზური, ხოლო 100-ში გვიჭირს ბექამ და მწვრთნელებმა გადაწყვიტეს რომ 100-ში ეცადა ბედი და ამარტთლებს ბიჭი ჯერ ჯერობით იმედებს, თუმცა ვაღიარებ რომ მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი და ვუყურებ ჯერ ჯერობით მაინც ამ იდეას. მარა წარმატებები ბექას, ყველა წამოწყებაში გვერდით დავუდგებით

14:29 | 14.03.2016
私は家に帰りました (1799)

უკლება შენტუ იყავი აქ ხმას არ ამოვირებდი:-)

14:30 | 14.03.2016
私は家に帰りました (1799)

იზვინი არა "ქურდულად" მოვიქეცი :-) :-) :-)

14:32 | 14.03.2016
ukleba (17336)

: D ღადაობ : : გენაცვალე

16:04 | 14.03.2016
BEERTRANCE (97819)

დაგავიწყდა რო მოგნათლეს ქურდად DDDDDDDDDDDDD

14:34 | 14.03.2016
私は家に帰りました (1799)

:-)

14:10 | 14.03.2016
Gela Chitidze (218)

ბექა უკვე არის დიდი სპორცმენი და დარწმუნებული მრავალი შეჯიბრებიდან მოგვასმენინებს საქართველოს ჰიმნს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.165618
სარეკლამო ადგილი - 99
X x X