სარაგბო სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან და პრიციპულ მატჩამდე 5 დღე რჩება. 19 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რკენაში “ბორჯღალოსნები” რუმინეთს დინამო არენაზე უმასპინძლებენ. თამაში 17:00 საათზე დაიწყება.
მატჩის ბილეთების გაყიდვა ინტერნეტით 8 მარტს დაიწყო, ხოლო დღეიდან, 14 მარტიდან, ბილეთები დინამო არენას სალაროებშიც იყიდება. ფასი 3 და 5 ლარია.
როგორ შევიძინოთ ბილეთები?
- დინამო არენას სალაროებში ყოველდღე 11 საათიდან 19 საათის ჩათვლით;
- ინტენერნეტით ვებ-გვერდზე BILETEBI.GE
ინტერნეტით ბილეთების შეძენის ინსტრუქცია
1.შებრძანდით გვერდზე BILETEBI.GE
2. თუ არ ხართ რეგისტრირებული, დარეგისტრირდით გვერდზე;
3. ვირჩევთ ღონისძიებას “რაგბი: საქართველო – რუმინეთი” და ვაჭერთ ღილაკს ბილეთები;
4. ვირჩევთ სასურველ სექტორს და ვნიშნავთ ადგილებს. ვაჭერთ ღილაკს შემდეგ;
5. დამატებითი სერვისების გვერდზე ვაჭერთ შემდეგს;
6. ვირჩევთ გადახდის მეთოდს და მის გასწვრივ ვაჭერთ გადახდის ღილაკს;
7. შეგვყავს ბარათის მონაცემები და წარმატებული გადახდის შემთხვევაში, ეკრანზე გამოჩნდება ელექტრონული ბილეთი, რომელიც უნდა ამოვბეჭდოთ და მივიტანოთ სტადიონის შესასვლელში. სტადიონის ტურნიკეტთან ვუშვერთ ბილეთზე დატანილ QR კოდს ტურნიკეტის წამკითხავს ქვედა მხრიდან.
გაითვალისწინეთ შემდეგი ინფორმაცია:
თითო ბილეთი იძლევა სტადიონზე ერჯერადი შესვლის უფლებას. გამოყებენული ბილეთის ტურნიკეტზე ხელახლა გამოყენების მცდელობოსას ტურნიკეტი იბლოკება.
არ მისცეთ ბილეთზე დატანილი QR კოდის სკანირების ან გადაღების საშუალება უცხო პირებს.
ბილეთის სალაროში ყიდვის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ ბილეთი დაბეჭდილია თერმულ ქაღალდზე და შავდება თერმული დამუშავებისას, მაგალითად, გაუთოვების შემთხვევაში.
ბილეთების შეძენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე მიმართეთ BILETEBI.GE-ს მისამართზე SUPPORT@BILETEBI.GE ან ფეისბუქზე ფეისბუქზე
www.rugby.ge