ფეხბურთი

12:30 | 14.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ს აღმასკომმა ვაისის კანდიდატურა დაამტკიცა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს უახლოესი ორი წლის განმავლობაში სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი უხელმძღვანელებს. ახალი მწვრთნელის კანდიდატურა ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს დაამტკიცა.

აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა განცხადებით, ეროვნული გუნდის ახალი მწვრთნელის კონტრაქტში ანაზღაურების საბონუსე სისტემაა გათვალისწინებული და ვაისის ხელფასი მის წინამორბედზე ნაკლებია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ხელშეკრულება გაუქმდა ეროვნული გუნდის ყოფილ მწვრთნელს კახა ცხადაძესა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის.

ვლაიდიმირ ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დღეს, 13:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში ოფიციალურად წარადგენს.

იხილეთ ვრცელად საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის კარიერის შესახებ

0.115387