თამაშგარე

11:36 | 14.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

პურიმჭამელი ფიორელა მატეიში

როდესაც ადამიანი ბრაზილიელი მობურთალის, ალეშანდრე პატოს გულისსწორს, ფიორელა მატეიშს შეხედავს, ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენს, რომ ამ მშვენიერ გოგონას შეიძლება სიზმარში სულ შემწვარ-მოხრაკულები ელანდება და მისი კულინარიული გემოვნება ცნობილი შეფ-მზარეულის, კობა ზახარიჩის იდენტურია.

ფიორელა მატეიში ნამეტნავად გულგახსნილი ვინმეა და სათქმელი პირში არასოდეს უჩერდება. ჰოდა, დადგა ეს ჩვენი პატოს გულისსწორი ჟურნალისტებთან და სულ კოხტად ჩამოარაკრაკა ამბები, თუ როგორ უყვარს ჩახრაკულობანი და ჩაშუშულობანი, ცომეული და ხორცეული, ბოსტნეული და ტკბილეული.

ფიორელას თქმით, მას ფორმაში ყოფნაში მუდმივი ვარჯიშები ეხმარება, თორემ დიეტა მისგან ისეთივე შორსაა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილთან პოლიტიკური პერსპექტივები. პატოს სატრფო შეიძლება ამ წუთშიც გაშლილ სუფრას უზის და პირში ინდაურის ბარკალს აგლახავებს. გლახაობა იცოცხლეთ, კარგად ცოდნია...

0.17562