ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში, ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგა C-ს გათამაშებამ აიღო სტარტი. კვირას 13 მარტს, ახალი სპორტის სასახლემ პირველი ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.
სუპერლიგა C - ში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა ტელეკომპანია იმედის გუნდმა, რომელმაც ჯი პი აი ჰოლდინგს სძლია დამაჯერებლად 9-5.
ამავე გათამაშებაში სამტრედიამ4-2 დაამარცხა აჭარის სომეხთა კავშირის გუნდი ახპიური, ხოლო ჯვაროსნებმა13-4 მოუგეს თავდაცვის სამინისტროს გუნდს.
ტურის კიდევ ერთი დაპირისპირება, სი სი ლოუნსა და მცხეთის გრანდ გრუპ ჯორჯიას შორის, მოგვიანებით გაიმართება.
13.03.2016. სუპერლიგა C. I ტური
ჯი პი აი - ტვ იმედი 5-9
სამტრედია - ახპიური 4-2
თავდაცვის სამინისტრო - სკ ჯვაროსნები 4-13
რაც შეეხება ბრინჯაოს ლიგას. შემოსავლების სამსახურმა5-3 აჯობა ბი პი ჯორჯიას, თიბისი ბანკმა 4-2 დაამარცხა აჭარა ჯგუფის გუნდი.ეროვნული ბანკისა და ლიბერთი ბანკის„საბანკო დერბი“1-4 დასრულდა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. ტური ოქროს და ვერცხლის ლიგიდან დაქვეითებული გუნდების დაპირისპირებით დასრულდა, რომელშიცევროპაბეთმა 5-1 სძლია ავერსს.
13.03.2016. ბრინჯაოს ლიგა. I ტური
შემოსავლების სამსახური - BP Georgia 5-3
თიბისი ბანკი - აჭარა გრუპი 4-2
ეროვნული ბანკი - ლიბერთი ბანკი 1-4
ევროპაბეთი - ავერსი 5-1
ორივე ლიგაში 8-8 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთმანეთს ერთ წრედ დაუპირისპირდებიან. საუკეთესო 4-4 გუნდი მომდევნო წელს რანგით მაღალ ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”,“წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“,ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი „ლელო”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური