გუშინ ბათუმის “დინამო” “ცხინვალს” ეთამაშებოდა ქობულეთის “ჩელე არენაზე” და 2:0 მოუგო. შეხვედრის დროს სტიუარდები იყვნენ, რაც სიახლეა ეროვნულ ჩემპიონატში. ბათუმის “დინამოს” დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა განაცხადა, რომ მოხარულია ამ აქციით.
“დიდი მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და აჭარის რეგიონულ ფედერაციას იმისთვის, რომ ამ აქციას სათავე დაუდეს. იმედი მაქვს, სხვა კლუბებიც შეუერთდებიან წამოწყებას და სხვა მატჩებზეც იქნებიან სტიუარდები”.
საერთოდ, რაც მალე ავუწყობთ ფეხს ევროპულ საფეხბურთო მოთხოვნებს და ჩემპიონატის მატჩებზეც იქნება მსგავსი აქციები, მით უკეთესი.





