ფეხბურთი

4:01 | 14.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში საჩემპიონთალიგო ინტრიგა გაცოცხლდა

ლა ლიგის 29-ე ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ყველაზე საინტერესო დაპირისპირება „სანჩეს პისხუანზე“ შედგა, სადაც ადგილობრივმა „სევილიამ“ დაძაბულ ბრძოლაში „ვილიარეალს“ აჯობა და მე-4 ადგილისთვის ბრძოლაში ინტრიგა დააბრუნა.

შეხვედრა მასპინძელთათვის კარგად დაიწყო და 23-ე წუთზე ვისენტე იბორამ ანგარიში გახსნა, მაგრამ შესვენებამდე სედრიკ ბაკამბუმ დუბლის შესრულება მოასწრო და ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ნახევარში კი, „დალაქები“ გააქტიურდნენ, რამაც შედეგი გამოიღო და სამი უპასუხო ბურთის გატანა მოახერხეს. 51-ე წუთზე ვიქტორ რუისმა ავტოგოლი მიითვალა, 15 წუთში ევგენი კონოპლიანკამ მეორედ დააწინაურა მასპინძლები, ხოლო 91-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ხოსე ანტონიო რეიესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2.

„ვილიარეალს“ 53 ქულა დარჩა, ხოლო „სევილიას“ 48 ქულა გაუხდა.

მძიმე ბრძოლაში იმარჯვა მადრიდის „რეალმა“, რომელიც „გრან კანარიაზე“ „ლას პალმასს“ დაუპირისპირდა. „ბლანკოსმა“ პირველი ნახევარი სერხიო რამოსის გოლით მოიგო და მთელი მეორე ნახევრის განმალობაში ანგარიშს ინარჩუნებდა, მაგრამ 87-ე წუთზე ვილიან ჟოზემ ახლო მანძილიდან გაათანაბრა და „რეალი“ მორიგი დაკარგული ქულების საშიშროების წინაშე დადგა. „თეთრებს“ კასემირომ უშველა, რომელმაც 89-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი - 1:2.

ვალენსიური დერბი გაიმართა „ სიუდად დე ვალენსიაზე“, სადაც ბოლო ადგილოსანმა „ლევანტემ“ ჯუზეპე როსის გოლით „ვალენსიას“ აჯობა, ხოლო „ბილბაომ“ შინ “ბეტისი“ დაამარცხა იოლად და მე-6 ადგილი დაიბრუნა.

ლევანტე - ვალენსია 1:0 (0:0)

ვალენსია, „სიუედად დე ვალენსია“

ლევანტე (4-4-2): მარინიო, ფედალი, მედჯანი, ლერმა, ხუანფრანი, სიმაო (პ.ლოპესი 74), ვერზა, ვერდუ, მორალესი, დეივერსონი (კამარასა 86), როსი (კასადედუსი 78).
მწვრთნელი: რუბი

ვალენსია (4-3-3): ალვეში, მუსტაფი, აბდენური, კანსელო (ბარაგანი 18), სიკეირა, ფუეგო, პარეხო, გომეში (როდრიგო 61), პიატი (ნეგრედო 70), ფეგული, ალკასერი.
მწვრთნელი: გარი ნევილი

გოლი: როსი (65)
გაფრთხილებები: სიმაო, პ.ლოპესი - პარეხო, აბდენური, ფუეგო, მუსტაფი
მსაჯი: დელ სერო გრანდე

სევილია - ვილიარეალი 4:2 (1:2)

სევილია, „სანჩეს პისხუანი“

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, რამი, კარისო, ტრემულინასი, მარიანო, ნ’ზონზი (კრისტოფორო 17), იბორა (ესკუდერო 75), ბანეგა, კრონ-დელი, კონოპლიანკა (რეიესი 70), გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, რუისი, ბონერა, ბაილი (კასტილიეხო 46), გასპარი, პინა, სორიანო, რუკავინა, დ.სუარესი, ადრიანი (ბაპტიშტაო 70), ბაკამბუ.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გოლები: 1:0 იბორა (23), 1:1;1:2 ბაკამბუ (29;37), 2:2 რუისი (51 ს.კ.), 3:2 კონოპლიანკა (65), 4:2 რეიესი (91)
გაფრთხილებები: ბანეგა, კრონ-დელი - ბონერა
გაძევება: ბანეგა (79)
მსაჯი: ველასკო კარბალიო

ბილბაო - ბეტისი 3:1 (2:0)

ბილბაო, „სან მამესი“

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე (ეჩიტა 80), ბოვედა, გურპეგი, ლეკუე, მ.რიკო, სან ხოსე, მუნიაინი (ელუსტონდო 67), რ.გარსია (ადურისი 64), სუსაეტა, მერინიო.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ბეტისი (4-4-2): ადანი, ბ.გონსალესი, პაცელა, მოლინერო (სეხუდო 80), მონტოია, პეტროსი (სებალიოსი 51), ნ’დიაიე, ხოაკინი, მუსონდა, მოლინა (ფ.რუისი 51), რ.კასტრო.
მწვრთნელი: ხუან მერინიო

გოლები: 1:0;3:0 მერინიო (34;50), 2:0 მ.რიკო (44), 3:1 რ.კასტრო (85)
გაფრთხილებები: რ.გარსია
მსაჯი: ხაიმე ლატრე

ლას პალმასი - რეალი 1:2 (0:1)

ლას პალმასი, „გრან კანარია“

ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი, ბიგასი, ლემოსი, დ.გარსია (არაუხო 85), გარიდო (კასტელიანო 46), მესა, პერდომო (ელ ჟარი 72), ვიერა, მონტორო, მომო, ვ.ჟოზე.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

რეალი (4-3-3): ნავასი, რამოსი, პეპე, კარვახალი, არბელოა, კასემირო, ისკო (კოვაჩიჩი 60), მოდრიჩი (მარსელო 90), ბეილი (ხესე 79), ვაზკესი, რონალდუ.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 რამოსი (24), 1:1 ვ.ჟოზე (87), 1:2 კასემირო (89)
გაფრთხილებები: მონტორო, ლემოსი, ბიგასი, ვიერა - კასემირო, ისკო, რამოსი, პეპე
გაძევება: რამოსი (91)
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

თეგებილა ლიგა
0.202494