კალათბურთი

23:30 | 13.03.2016 | ნანახია 1779 - ჯერ

“ვითას” პირველ მოგებამდე ცოტა დააკლდა

თბილისის “ვითას” ვთბ-ლიგაში პირველ მოგებამდე ცოტა დააკლდა. ქართულმა კლუბმა სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფ სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ ბოლო წუთებზეღა “გატყდა” – 84:90 (17:28, 29:19, 18:18, 20:25).

აღსანიშნავია, რომ “ვითამ” მატჩი 7 კალათბურთელის ამარა ჩაატარა და მათგან ერთმა – ამერიკელმა უკანახაზელმა დანიელ ბეჯარანომ შეუცვლელად ითამაშა. მასპინძელთა შორის საუკეთესოც ის იყო: 17 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა.

გამოსარჩევია 19 წლის ქართველი ფორვარდის მაიზერ რევაზაშვილის (სიმაღლე 207 სმ. წონა 96 კგ.) შედეგიანობა. მან მოედანზე მხოლოდ 09:13 წუთი გაატარა და 15 ქულა (5-დან 3 სამქულიანი) მიითვალა. 14 ქულა ჩააგდო უკრაინელმა ცენტრმა კონსტანტინ ანიკეენკომ, ირაკლი ჩლაიძის მონაგარი კი 12 ქულა იყო.

თბილისელებმა ზედიზედ 25-ე მარცხი განიცადეს და ცხადია, ბოლო ადგილზე იმყოფებიან. “ვითა” მომდევნო შეხვედრას 15 მარტს, სარატოვში ადგილობრივ “ავტოდორთან” ჩაატარებს, რომელიც 13 მოგებით მე-6 პოზიციაზეა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:45 | 15.03.2016
qomagi555 (259)

როგორც უბნის გუნდს ისე აღიქვამენ ვითას... არავინ სერიოზულად არ უყურებს...
თუმცა აგდებულიდამოკიდებულებითაც უგებენ...
იმედია ერთ თამაშს მაინც მოიგებთ და ანტირეკორდზე არ წახვალთ,მითუმეტეს ბოლო ორი საშინაო შეხვედრა სუსტ გუნდებთან გაქვთ...
მაგრამ მეეჭვება
ბოლოსწინაზე მყოფი ასტანაც მოგვიგებს თბილისში ალბათ (((
თუ გსურთ რომ თქვენ არ ხართ ცუდი გუნდი და საქართველოს კალათბურთია ნეხვში, მაშინ ჯერ დინამოს უნდა მოუგოთ და შემდეგ თასი აიღოთ!!!
აი ამ შემთხვევაში გვეცოდინება რომ ძალიან დაბალი დონეა ჩვენთან!!!

19:21 | 14.03.2016
stoikovich (5984)

რაღა გვიშავს...

18:15 | 14.03.2016
Beso Sigua (22)

Vai sircxvilo, arada ra imedebit sezoni

11:29 | 14.03.2016
Zura Papukashvili (31)

ზენიტისთვის რომ მოეგოთ ცოტა დააკლდათ სარატოვში მოიგებენ ზენიტი 3 ადგილზეა სარატოვი 6-ზე ცოტას კიდევ ცოტას დაამატებენ და მოიგებენ?????

12:50 | 14.03.2016
Buratino (3505)

ისე მოიგო ბაბუაჩემმა საფლავში, როგორც ეგენი სარატოვში არიან მომგები...

0.126227