ფეხბურთი

19:26 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ და იბრამ ჩემპიონობა ჩემპიონურად გაიფორმეს: "ტრუა" - პსჟ 0:9 (+VIDEO)

"პარი სენ ჟერმენი" საფრანგეთის ჩემპიონია. ეს, აქამდეც კარგა ხნის ცნობილი იყო, მაგრამ პარიზელებმა დღეს "ტრუა" სტუმრად გააცამტვერეს და ზედიზედ მეოთხედ გაიფორმა ტიტული. ლორან ბლანის გუნდი ლიგა 1-ის დასრულებამდე 8 ტურით ადრე გათამაშებას 77 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ "მონაკოს" მთელი 25 ქულით სჯობნის, რაც იმას ნიშნავს, რომ პსჟ ასე ნაადრევად დანარჩენი გუნდებისთვის მიუღწეველია.

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, "ტრუა" პსჟ-ს საპირისპიროდ, ღრმა აუტსაიდერია და გასაკვირი არაა ის, რაც "სტად დე ლ'ობეზე" მოხდა - 0:9. სტუმართაგან საუკეთესო ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახლდათ, რომელმაც მეტოქის კარი ოთხჯერ დალაშქრა. ედინსონი კავანი კი დუბლითა და გაცუდებული პენალტით გამოირჩა.

0.118612