გოგა ბითაძის “მეგა ლეკსმა” სერბეთის კადეტთა ლიგაში სახელოვან “პარტიზანს” 63:53 სძლია და სატურნირო ცხრილში ბელგრადულ გრანდს ერთადერთი მოგებითღა ჩამორჩება. ახლა, “მეგა ლეკსის” მაჩვენებელი 6 მოგება და 3 მარცხია და ეს გუნდი მე-3 ადგილზეა.
ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 22 წუთი დაჰყო და 4 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში) და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
“მეგა ლეკსი” კადეტთა სუპერლიგაში მომდევნო მატჩს 19 მარტს ბელგრადის “ვიზურას” წინააღმდეგ ჩაატარებს.