კალათბურთი

19:05 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტმა” მე-4 ადგილს უწია

ბექა ბურჯანაძის მორიგი წარმატებული მატჩი და „ლეიმა ბასკეტის“ ზედიზედ მე-5 გამარჯვება ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში. ლაკორუნელებმა მორიგი 25-ე ტურის შეხვედრა სტუმრად „კოკინასთან“ გამართეს და ქართველი კალათბურთელის წინამძღოლობით, 77:71 მოიგეს.

ბურჯანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 31 წუთში მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველმა ფორვარდმა 13-დან 7 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ბურჯანაძემ მთლიანობაში 19 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველ ლეგიონერთან ერთად გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ლიტველმა გედიმინას ზილემ, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.

უკანასკნელ შვიდ ტურში 6 მოგების კვალად, ლაკორუნიული „ლეიმა ბასკეტი“ ცხრილში მიმდინარე სეზონში სარეკორდო მე-4 ადგილამდე აღზევდა. ბურჯანაძის გუნდს, რომელსაც 14 გამარჯვების წილ 11 მარცხი აქვს, მომდევნო მატჩი 19 მარტს, ლა კორუნიაში, „ოვიედოსთან“ ელის.

0.115208