ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს "ლივერპულის" ნახევარმცველის, ჯორდან ჰენდერსონის გადაბირება სურს. ინფორმაციას THE SUN-ი ავრცელებს.
"მამლები" მზად არიან ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ. ჯერჯერობით, "მერსისაიდელთა" პოზიცია აღნიშნულ ტრანსფერზე უცნობია.
მიმდინარე სეზონში ინგლისელმა 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰენდერსონის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს.