"მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელი პაოლო მალდინი "მილანის" ბოლოდროინდელ პროგრესს გამოეხმაურა და განაცხადა, ახლა უკვე "როსონერის" თამაშის ხილვით აღარ ვიტანჯებიო.
სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს 12-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და "სასუოლოსთან" იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში 0:2 დამარცხდა.
"ახლა "მილანის" თამაშის ყურებით აღარ ვიტანჯები. გასული ორი-სამი სეზონის განმავლობაში "როსონერი" კარგ ფეხბურთს არ აჩვენებდა, ახლა კი პოზიტივი შეიმჩნევა. "მილანი" პროგრესს ნელ-ნელა განიცდის, ეს იგივეა მძიმე დაავადების შემდეგ რეაბილიტაცია ნელა მიმდინარეობს." - ციტირებს პაოლოს სიტყვებს gazzettawolrd-ი.
სატურნირო ცხრილში "როსონერი" მე-6 ადგილზე იმყოფება, მეოთხე და მეხუთე ადგილზე მყოფ "ფიორენტინას" და "ინტერს" კი 6 ქულით ჩამორჩება.