მოსკოვის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა “ამკართან” (2:1) მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჯანო ანანიძე შეაქო.
მოგეხსენებათ. ქართველი შემტევი მოედანზე 29 აგვისტოს შემდეგ დაბრუნდა და პერმის “ამკართან” 65-ე წუთიდან ითამაშა და პირველ გატანილ გოლშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო (VIDEO). საერთოდ, იმის ფონზე, რომ ჯანოს ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, ურიგო თამაში არ უჩვენებია.
“ჯანოსა და ზუევის შემოყვანამ “სპარტაკის” თამაშს აზარტი დაუმატეს”, - თქვა ალენიჩევმა “სპარტაკის” შეხვედრის შემდეგ.
ანანიძესთვის ეს მიმდინარე სეზონში სულ რაღაც მეოთხე თამაში იყო პრემიერლიგაში. ტრავმის გამო ქართველ შემტევს ზუსტად 6 თვე გაუცდა.