პოლონური “შლიოსკის” ქართველის მცველი ლაშა დვალი ექსტრაკლასას 27-ე ტურის სიმბოლურში მოხვდა. ასეთი რამ კი მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა. საერთოდ, ლაშამ გასულ უიქ-ენდზე კარგი შეხვედრა ჩაატარა და “კორონას” (2:2) ლამაზი გოლიც გაუტანა. სხვათა შორის, დვალმა პოლონეთში სადებიუტო გოლი ორიგინალურად აღნიშნა და ქართული წაუცეკვა (იხილეთ გოლი და ცეკვა).
მიუხედავად ტურის 11 რჩეულ ფეხბურთელს შორის მოხვედრისა და გოლის გატანისა, დვალი გულდაწყვეტილი იყო:
“ლამაზი გოლი გავიტანე, მაგრამ დამწუხრებული ვარ. ასეთი უპირატესობა უნდა შეგვენარჩუნებინა”, - განაცხადა კლუბის ვებგვერდთან ქართველმა მცველმა.
მოგეხსენებათ, დვალი “შლიოსკში” იანვარში ჩაირიცხადა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი მალევე მოიპოვა. აქამდე მან 6 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო. მისი გუნდი კი გავარდნის საფრთხის წინაშეა. ვროცლაველებს 27 ტურში 27 ქულით მე-14 ადგილი უკავია.