უკრაინის ეროვნული ნაკრების მცველმა ალექსანდრ კუჩერმა "შახტართან" კონტრაქტი 2016/17 წლების სეზონის დასრულებამდე გაახანგრძლივა. ინფორმაცია დონეცკური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
კუჩერი უკრაინულ გრანდში 2006 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში მთავარი გუნდის მაისურით 259 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ალექსანდრეზე მეტი თამაში გუნდის რიგებში ორ ფეხბურთელს დარიო სრნას (480) და ანდრეი პიატოვს (290) აქვს ჩატარებული.