ფეხბურთი

20:58 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკმა კოშტას "სიბრაზის მართვის" ნახვა ურჩია

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი გუს ჰიდინკი "ევერტონთან" ასოციაციის თასზე განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ დიეგო კოშტას ინციდენტს გამოეხმაურა და ესპანელს ფილმის "სიბრაზის მართვის" ნახვა ურჩია. "არისტოკრატების" თავდამსხმელი ერთ-ერთ ეპიზოდში გარეთ ბარის წაეკინკლავა და კბენა სცადა.

"ერთი ფილმია ჯეკ ნიკოლსონის მონაწილეობით, ვფიქრობ ჩვენ უნდა დავსხდეთ და ამ ფილმს ვუყუროთ." - განაცხადა ჰიდინკმა.

ლივერპულელთა თავკაცმა რობერტო მარტინესმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ბარის ესაუბრა და ფეხბურთელი დარწმუნებული არაა კოშტამ მას უკბინა თუ არა. ესპანელ სპეციალისტს მხოლოდ ერთი ფაქტი ანაღვლებს, ინციდენტის შემდეგ ბარის მეორე ყვითელი ბარათი არ უნდა მიეღოო.

საბოლოოდ ორივე ფეხბურთელი მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გააძევა. შეხვედრაში კი დუბლი რომელუ ლუკაკუმ როს ბარკლის გადაცემებით შეასრულა და "ევერტონი" ასოციაციის თასის ნახევარფინალში გაიყვანა.

კოშტას და ბარის ინციდენტი

0.110354